საზოგადოება გიორგი მამალაძე: მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება 2019, 31 აგვისტო, 0:02 “მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება“- განცხადებას ამის შესახებ ბრალდებულ გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში აკეთებს. თორნიკე მამალაძე იმასაც ამბობს, რომ ერთ ერთი ეპისკოპოსი დაემუქრა და უთხრა მომკლავდნენ თუ დაიწყებდი საუბარს. “ჩემი შვილების და დეკანოზის შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება, “ - ნათქვამის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში. შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულისთვის მამალაძის ოჯახს მოლოდინი ჰქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულ დეკანოზს ამჯერად შეიწყალებდა. თუმცა, შეწყალებულთა სიაში მამა გიორგი არც ამჯერად მოხვდა. დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინამორბედის მსგავსად უარი უთხრა. ეს ნაბიჯი თავის დროზე არც გიორგი მარგველაშვილს გადაუდგამს. დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული. ცნობისთვის, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა. 454 1-ს მოსწონს
|