ასტროლოგია ზოდიაქოს ნიშანი და ჩაცმის სტილი 2012, 28 ივლისი, 23:19 ზოდიაქოს ნიშანი ჩვენში ჩაცმის სტილის თავისებურებებსაც აყალიბებს იცოდით ეს? ნებისმიერ ჩვენთაგანს თუ იგი საკუთარი ზოდიაქოს ტიპიური წარმომადგენელია საკუთარი მზის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი გემოვნება გააჩნია ჩაცმა-დახურვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე გთავაზობთ თითოეული თქვენგანის "ფეშენ-დახასიათებას" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძებს შორის, როგორც წესი ულტრამოდური, თამამი ექსპერიმენტების მოყვარული ქალბატონები სჭარბობენ. ნებისმიერ ვერძს უყვარს ისე ჩაცმა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. მინი, დეკოლტე, ტანზე გამოყვანილი სამოსი, მკვეთრი მაკიაჟი ეს ყველაფერი ვერძისთვისაა დამახასიათებელი. კუროს როგორც წესი შედარებით უფრო კონსერვატორული დამოკიდებულება აქვს სამოსის მიმართ, აქედან გამომდინარე კუროებს შორის ბევრ ე.წ "ბრენდომანს" შეხვდებით. მათთვის "მაღალი ფასი-მაღალი ხარისხის" პრინციპი წმინდათა წმინდაა. აი თუ ვინმეს ვერძზე მეტად უყვარს ჩაცმის მხრივ ექსპერიმენტების ტარება ეს ტყუპებია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, როგორც წესი ერთობ ორიგინალურად უყვართ ჩაცმა.ისინი აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სახის აქსესუარებს და მკვეთრი ფერების შეხამებაც ოსტატურად ეხერხებათ. კირჩხიბებს რაც შეეხებათ, მათ გამოკვეთილად ქალური, ნაზი სამოსი მოსწონთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს როგორც წესი მკვეთრი მაკიაჟით იცნობთ. კირჩხიბის დიდი სისუსტეა ასევე სამკაულები, ძვირფასი ლითონით დაწყებული, კარგი ხარისხის ბიჟუტერიით დამთავრებული, კიბო ქალი ყველაფერს იხდენს. აი ლომს კი ჩაცმა-დახურვის მიმართ განსაკუთრებულზე განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია. ლომებს როგორც წესი, ჩალისფერ-ოქროსფერის გამა ხიბლავთ, ქსოვილებიდან კი ატლასს და ნატურალურ აბრეშუმს ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება სამკაულს არავითარი ბიჟურტერია, ლომი მხოლოდ ოქროს აღიარებს! ქალწულების უმრავლესობას გემოვნებით, მაგრამ სადად და არაგამომწვევად უყვარს ჩაცმა. ქალწული სამოსში პირველ რიგში ხარისხს აფასებს. სწორედ მას შეუძლია ახალნაყიდ ფეხსაცმელს ნახევარსაათიანი "ექსპერტიზა" ჩაუტაროს იმის გასაგებად, არის თუ არა ეს უკანასკნელი ნატურალური ტყავის. 1951 7-ს მოსწონს
|