x
image
Lerato
რადიაციის 10 ძირითადი წყარო ჩვენს ირგვლივ, რასთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს
image



სიტყვა "რადიაცია" ადამიანის ცნობიერებაში ჩაიბეჭდა, როგორც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი უბედურება, რომელსაც ნგრევა და ქაოსი მოაქვს – უხილავი, არა აქვს გემო და სუნი, ამიტომაც უფრო საშიშია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ რა კატასტროფული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ავარიამ ატომურ ელექტრო სადგურზე ან ატომური ბომბის აფეთქებამ, რთულია ამ აზრს არ დაეთანხმო, რადგანაც რადიაციის დიდი დოზა სიცოცხლისთვის ნამდვილად უდიდეს საფრხეს წარმოადგენს.


გამოსხივებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვაწყდებით, ოღონდ მცირე დოზებით. ეს საერთოდ არ ანაღვლებთ ადამიანებს და არც რაიმე სახის შიშს იწვევს მათში.


სკანერები აეროპორტებში


image


ბოლო რამდენიმე წელია დიდ აეროპორტებში იყენებენ სკანერებს კონტროლისა და დათვალიერებისთვის. ჩვეულებრივი მეტალო–დეტექტორისგან იმით განსხვავდება, რომ ეკრანზე ჩნდება ადამიანის სრული გამოსახულება, იყენებს რა გაფანტული გამოსხივების ტექნოლოგიას Backscatter X-ray. ამასთან, აღსანიშნავია რომ სხივები აირეკლება. შედეგად, მგზავრი რომელიც კონტროლს გადის იღებს რენტგენულ გამოსხივებას მცირე დოზით. სკანირების პროცესში სხვადასხვა ნივთი ეკრანზე სხვადასხვა ფრად იღებება. მაგალითად, ლითონის ნივთები შავი შეფერილობისაა.


არსებობს სკანერის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც იყენებს მილიმეტრული დიაპაზონის ტალღებს. წარმოადგენს გამჭირვალე კაფსულას მოძრავი ანტენებით.


მეტალო–დეტექტორებისგან განსხვავებით ასეთი მოწყობილობები გაცილებით ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა აკრძალული ნივთის მოსაძებნად და გამოსავლენად. სკანერების მწარმოებლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა მგზავრების ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მასშტაბური კვლევა ამ საკითხზე მსოფლიოში ჯერაც არ ჩატარებულა. ამიტომაც სპეციალისტების აზრი ორად გაიყო: ერთნი მხარს უჭერენ მწარმოებლებს, მეორენი თვლიან, რომ ამ მოწყობილობებს რაღაც განსაზღვრული ზიანის მიყენება შეუძლია.


მაგალითად, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი დევიდ აგარდი თვლის, რომ რენტგენის სკანერი ზიანის მომტანია. მეცნიერის აზრით, ადამიანი რომელიც ამ მოწყობილობის საშუალებით გადის კონტროლს, 20-ჯერ მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე მწარმოებლები აცხადებენ.


რენტგენის სურათი



image


კიდევ ერთი წყარო ე. წ. "საყოფაცხოვრებო რადიაციისა" არის რენტგენული კვლევა. მაგალითად, კბილის გადაღებისას რენტგენის აპარატი გამოსცემს 1-დან 5-მდე მიკროზივერტს (რადიოაქტიური გამოსხივების საზომი ერთეულის ზივერტის მემილიონედი ნაწილია). გულ-მკერდის გადაღებისას კი 30 – 300 მიკროზივერტამდე. სასიკვდილოს ითვლება რადიაციის დოზა, რომელიც უტოლდება 1 ზივერტს. სხვათა შორის, 27% რადიაციული გამოსხივებისა, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იღებს, მოდის სამედიცინო კვლევებზე.


სიგარეტი


image


2008 წელს მსოფლიოში აქტიურად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გარდა უკვე კარგად ცნობილი ზიანის მომტანი ნივთიერებებისა, თამბაქოს შემადგენლობაში შედის ტოქსიკური კომპონენტი პოლონიუმ-210.


თუ დავუჯერებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ტოქსიკური თვისებები ამ რადიოაქტიულ ელემენტში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცნობილ ციანიდში. კომპანია British American Tobacco–ს ხელმძღვანელების აზრით, ზომიერად მწეველი ადამიანი (არაუმეტეს 1 კოლოფი დღეში) იღებს იზოტოპის დღიური ნორმის მხოლოდ 1/5 ნაწილს.



ბანანი და სხვა საკვები


image


ზოგიერთი ნატურალური პროდუქტი შეიცავს ბუნებრივ რადიოაქტიურ იზოტოპს ნახშირბად-14 და ასევე კალიუმ-40. ასეთ პროდუქტად ითვლება კარტოფილი, ლობიო, მზესუმზირა, თხილი და კიდევ ბანანი.


აღსანიშნავია, რომ ერთ საშუალო ზომის ბანანში ყოველ წამს მიმდინარეობს კალიუმ-40 დაშლის 15 აქტი. ამასთან დაკავშირებით სამეცნიერო სამყაროში ხუმრობით სიდიდის საზომი გამოიგონეს სახელად "ბანანის ექვივალენტი." ასე უწოდებენ დასხივების დოზას, რომელიც უტოლდება ერთ შეჭმულ ბანანს.


უნდა აღინიშნოს, რომ ბანანი არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს კალიუმ-40. სხვათა შორის, ყოველწლიურად ადამიანი საკვებთან და წყალთან ერთად იღებს 400 მიკროზივერტ რადიაციულ გამოსხივებას.



ავიამგზავრობა და კოსმოსური რადიაცია


image

კოსმოსიდან წამოსულ გამოსხივებას დედამიწის ატმოსფერო აკავებს. რაც უფრო ზემოთ ხართ ცაში, რადიაციის დონეც შესაბამისად უფრო მაღალია. ზუსტად ამიტომაც თვითმფრინავით მოგზაურობისას ადამიანი რადიაციის ცოტა მეტ დოზას იღებს. საშუალოდ ის შეადგენს 5 მიკროზივერტს 1 საათი მგზავრობისას. ამასთან, სპეციალისტები გირჩევენ თვეში 72 საათზე მეტი არ იფრინოთ.


ზოგადად, რადიაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროს დედამიწა წარმოადგენს. გამოსხივება ხდება მის ნიადაგში შემავალი რადიოაქტიული ნივთიერებების ურანისა და თორიუმის ხარჯზე. საშუალოდ რადიაციული ფონი შეადგენს წელიწადში 480 მიკროზივერტს. ამასთან, ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ინდოეთის შტატ კერელაში, გაცილებით მაღალია, გრუნტში შემავალი დიდი რაოდენობის თორიუმის გამო.



მობილური ტელეფონები და Wi-Fi როუტერები?


image

მობილური ტელეფონებიდან და Wi-Fi როუტერებიდან მიღებული გამოსხივების დოზა ძალიან უმნიშვნელოა. ზოგადად, რადიაციის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ბუნებრივი და "საყოფაცხოვრებო" წყაროების მეშვეობით იღებს, ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველი არ არის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრების მანძილზე დაგროვილი გამოსხივება არ უნდა აღემატებოდეს 700 000 მიკროზივერტს. კვლევების თანახმად დადგინდა, რომ 70 წლის მანძილზე ადამიანი საშუალოდ 200 000 მიკროზივერტს იღებს.



ბეტონი


image


ბეტონი რიგით მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მასალაა დედამიწაზე წყლის შემდეგ და ასევე მასშიც აღმოაჩენთ რადიოაქტიური ელემენტების კვალს. საშუალოდ ადამიანი წელიწადში 30 მიკროზივერტ რადიაციას იღებს ბეტონის ტროტუარების, გზების და შენობებისგან.



წყალი

image


წყალი ასევე შეიცავს რადიოაქტიურ ნაწილაკებს, თუმცა, უმცირესი რაოდენობით. წყალში რადიაციის ძირითად წყაროს ტრიტიუმი წარმოადგენს ბუნებრივი რადიოაქტიური წყალბადის იზოტოპი, რომელიც წარმოიქმნება კოსმოსური სხივების შეჯახებით წყლის მოლეკულებთან ჰაერში. საშუალოდ, წელიწადში 50 მიკროზივერტ რადიაციას ვიღებთ სასმელ წყალთან ერთად.



ჩვენი საკუთარი სხეული


image


დიახ, ჩვენი სხეული ასევე გამოიმუშავებს ბიოლოგიურად ეფექტურ რადიაციას! ძირითადად, ჩვენ ვსაუბრობთ კალიუმის რადიოაქტიური ატომების დაშლაზე. საშუალო ადამიანის ორგანიზმი 30 მგ. რადიოაქტიურ კალიუმ-40 შეიცავს, რომელიც წარმოქმნის რადიოაქტიურ ბეტა ნაწილაკებს დაშლისას. შედეგად, ჩვენ ვიღებთ წელიწადში დაახლოებით 3.9 მიკროზივერტ რადიაციას საკუთარი სხეულისგან.




ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა უკვდავების 6 ტექნოლოგია აღმოაჩინეს


მეცნიერებმა დაამტკიცეს: ყველა მამაკაცს უყვარდება ის ქალი, რომელიც ამ თვისებას ფლობს


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე


ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სარკეს შეუძლია ახალგაზრდობა და ენერგია წაგვართვას. გაითვალისწინეთ მათი რჩევები!


მეცნიერებმა ინსულტისგან თავის დასაცავი ზუსტი საშუალება აღმოაჩინეს. რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!


ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს

4
346
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
346
  
2019, 21 აგვისტო, 9:40
მადლობა შეფასებისთვის და საინტერესო კომენტარისთვის უთოზე ნამდვილად არ მქონდა მსგავსი წარმოდგენები :))) თუმცა, ისედაც არ ვიყენებ აქტიურად.
2019, 21 აგვისტო, 9:38
მადლობა :)
2019, 20 აგვისტო, 14:54
საინტერესოა ძალიან.
ამ დასხივებას დავამატოთ სატელეფონო ანძების გამოსხივება, დავამატოთ საოჯახო უთოს მიერ შექმნილი ელექტრო-მაგნიტური ველი, მოგეხსენებათ უთო 1კვტ ენერგიაზე მეტს მოიხმარს და შესაბამისად ქმნის მაგნიტურ ველს.
ასევე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები და სატელევიზიო ანძები დამატებით საფრთხეს უქმნის გარემოს და შესაბამისად ადამიანებს.
2019, 20 აგვისტო, 11:01
საინტერესოა
0 1 4