თუ კერძის მომზადება საერთოდ არ გახარებთ, სავარაუდოდ პრინციპის „ყველაფერს ძველებურად გავაკეთებ“ წესის მონა ხართ და ათასობით ხრიკის და ახალი მიდგომის შესახებ არ იცით, რომელთა დახმარებით საქმეს 2-ჯერ უფრო მარტივად გაუმკლავდებით.
ზოგიერთი მათგანი ქვემოთ ნახეთ:
1. ტორტზე შოკოლადის კრემის მარტივად წასასმელად და მადის აღმძვრელი გარეგნობის მისანიჭებლად ფენი და სამზარეულოს ფითხი გამოიყენეთ.
ფენზე ცხელი ჰაერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210162185085.jpg)
2. კენკრა სიახლეს შეინარჩუნებს, თუ 5 წუთით წყლის და ძმრის (3:1 პროპორცია) ხსნარში ჩადებთ, შემდეგ გააშრობთ და ტორტზე დააწყობთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210163085085.jpg)
3. კექსის პროფესიონალურად გაფორმებას მინიმალური ძალისხმევით შეძლებთ, თუ სუფთა
მაქმანს გამოიყენებთ.
კექსს მაქმანი დააფარეთ, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და
მაქმანი ფრთხილად მოაშორეთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210163985085.jpg)
4. ყავისფერი შაქრის ქილაში რამდენიმე ზეფირი ჩადეთ, ასე მის სინაზეს შეინარჩუნებთ და ტენიანობას აორთქლების საშუალებას არ მისცემთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210165085085.jpg)
5. თევზის ფილის შეწვა ჩვეულებრივ საკმაოდ რთულია, ის გისოსს ეკვრის და იშლება. სწორედ ამიტომ, გრილზე ჯერ ლიმონის ნაჭრები დააწყვეთ: თევზი არა მხოლოდ მის არომატს შეიწოვს, არამედ მთელი დარჩება.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210165985085.jpg)
6. ტორტის ნაჭრები რომ არ გამოშრეს, უბრალოდ მასზე კბილის ჩხირით პურის ნაჭერი დაამაგრეთ. ასე ტორტი რბილი და ნაზი დარჩება.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210170885085.jpg)
7. წყლისა და შაქრის დახმარებით (2:1 პროპორცია) სიროფი გააკეთეთ, სახამებელი დაუმატეთ და მასში 10-15 წუთით მსხლის თხელი ნაჭრები მოხარშეთ, შემდეგ ღუმელში დაახლოებით 2 საათით გააშრეთ. ესეც ასე, გამომცხვარი
დესერტებისთვის ფერადი გაფორმება მზადაა!
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210171785085.jpg)
8. ნამცხვარი შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთით გააფორმოთ, მაგალითად მარგალიტის მძივებით.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210172685085.jpg)
9. საკვები სახეხზე ადვილად ისრიალებს და არ გაიჭედება, თუ წინასწარ მას ზეთს შეასხამთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210173685085.jpg)
10. საყინულის პაკეტში ნებისმიერ რბილ, მაგალითად შოკოლადის კრემს ადვილად მოათავსეთ, თუ ჭიქას გამოიყენებთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210181185085.jpg)
11. საზამთროს
სერვირების კომფორტული მეთოდი - პირდაპირ ქერქში მცირე კვადრატებად დაჭერით და შემდეგ თეფშზე გადმოიტანეთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210182085085.jpg)
12. როცა ტკბილეულს ჩხირებით ამზადებთ, ჩნდება კითხვა, თუ სად უნდა წავიღოთ მათ
გამაგრებამდე. პრობლემას მარტივად გადაჭრით, ამისთვის საწური გამოიყენეთ.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210182985085.jpg)
13. შოკოლადის გაფორმება მდნარი შოკოლადისგან.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210183985085.png)
14. ზაფხული ნაყინის გარეშე წარმოუდგენელია! მაგრამ ის სხეულის ფორმებზე ნერვიულობის საბაბს ყოველთვის გვაძლევს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა: ჩხირები იოგურტში ჩადეთ, გაყინეთ და ესეც ასე, გემრიელი ტკბილეული მზადაა.
![15 მარტივი კულინარიული ხრიკი, რომლებიც
თქვენს ნერვებს და დროს დაზოგავს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080210185085085.jpg)
15. კვერცხის იდეალურად შესაწვავად, კვერცხი
ცხიმ წასმულ გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ, ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ და თავსახური 45 წამით მჭიდროდ დაახურეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. 14 უცნაური გემოს კომბინაცია, რომელთა გასინჯვას ვერასდროს გაბედავდით და სულ ტყუილად
2. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში
3. პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ
4. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ
5. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი?
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი