x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მე ვიქნებოდი ბიჭი"-ჰერმაფროდიტი გოგონას ისტორია
image

სტატისტიკის მიხედვით დედამიწაზე 1%-ზე ნაკლები ადამიანი გაურკვეველი სქესობრივი ნიშნები იბადება, ანუ ჰერმაფროდიტი-ორსქესა არსება, რომელსაც ქალის და კაცის სასქესო ორგანოები ერთდროულად აქვს.სწორედ ერთ-ერთ ასეთი პიროვნების, სოფია ბ.-ს ისტორიას მოგითხრობთ.



"დავიბადე მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოებით, მეცნიერები ამ პარადოქს ინტერსექსუალობას უწოდებენ, ანუ როგორც ჩვენ ყველას გვახსოვს ბიოლოგიის გაკვეთილებიდან-ჰერმაფროდიტად.


ჩემი დაბადებისას(1996 წელს) ადგილობრივ საავადმყოფოში, ირკუტსკის სიახლოვეს, ულტრაბგერითი აპარატიც არ ჰქონდათ.ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შოკში ჩავარდნენ ექიმები და ჩემი მშობლები, როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინე, ინფორმაციის მიხედვით ასეთ შემთხვევაში ბავშვის დაბადებისთანავე სპეციალისტები აკეთებენ ოპერაციას და ერთ-ერთ სასქესო ორგანოს აშორებენ, ჩემს მშობლებსაც შესთავზეს აერჩიათ, რომელი უფრო სურთ-ბიჭი თუ გოგო, თან გააფრთხილეს, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, თუ ბიჭად დამტოვებდნენ.მაშ ბიჭი?იყოს ბიჭი, ჩემმა მშობლებმაც დაუჯერეს ექიმებს.



არც არავის უფიქრია, რომ შემექმნებოდა პრობლემები, მე ხომ ყველაფერი მამაკაცის მაქვს, რომ გავიზრდები ჩვეულებრივი ბიჭი ვიქნები, მალევე ჩემი დაბადებიდან ამომაჭრეს საშვილოსნო, საკვერცხეები და საშო ამომიკერეს, თუმცა სამახსოვროდ დამრჩა ნაიარევი, რომლის წარმოშობის ნამდვილ მიზეზს დიდი ხნის განმავლობაში მიმალავდნენ მშობლები.

image




ვიზრდებოდი ჩეულებრივ ბიჭად, რა დროსაც ვაწყდებოდი მრავალ პრობლემას, ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო, ვიყავი ძალიან წყნარი, არ მაინტერესებდა ბიჭური თამაშები და ვერც ადგილობრივ ბიჭებთან ვმეგობრობდი, სამაგიეროდ იცოდნენ, როგორ მიტაცებდა "ქალთა სამყარო"-თოჯინები, კაბები, თამაში "ქალიშვილი-დედა", სპორტული სექცია, სადაც გულმოდგინედ დამათრევდნენ, ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევდა.


მე იმდენად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს მამაკაცურ გარემოში, რომ სკოლაში, 9 წლის განმავლობაში ერთხელაც არ შევსულვარ ბიჭების ტუალეტში!



მე ვიზრდებოდი და იზრდებოდა ჩემი შეურიგებლობა არსებულ რეალობასთან.მე ვაპროტესტები ყველაფერს ერთდროულად-მამაკაცის ტანსაცმელს, სტანდარტის მიხედვით რომ უნდა მეტარებინა, მშობლების წინააღმდეგ, რომლებსაც თავი ისე ეჭირათ, თითქოს არ იცოდნენ ჩემი ტანჯვის ნამდვილი მიზეზი, ეს ყველაფერი ერთ დღესაც იმდენად აუტანელი გახდა, რომ ერთი ხანობა სახლიდან გავიქეცი-იმ პერიოდში გავიცანი ბიჭი, რომელთანაც შემდგომ 5 წელი ვიცხოვრე, როგორც ერთნაირსქესიანი წყვილი.


16 წლის სერიოზულად დავფიქრდი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შემძლო, იმ დროს, როგორც ყველა ჩემს თანაკლასელს, სამხედრო კომისარიატში გამოგვიძახეს, მე ტრანსგენდერად გავასაღე თავი და დავიწყე ქალის ჰორმონების მიღება, სახეზე გამიქრა ბეწვი და ჩემმა სხეულმაც ფორმა შეიცვალა.


როგორც ხვდებით ჩემმა გამოჩენამ სამხედრო კომისარიატში მედიკოსებზე, იქ მყოფ ყველა დამსწრეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მყისვე ჩამირტყეს შტამპი "უვარგისია" და ფსიქიატრთან გამაგზავნეს.

საბედნიეროდ, კარგ სპეციალისტებთან მოვხვდი-არა და იყო რისკი დიდხანს გამოვეკეტეთ რომელიმე სამკურნალო დაწესებულებაში-დამისვეს დიაგნოზი ფ64.0(ტრანსსექსუალიზმი) და დამარწმუნეს, რომ მთლიანობაში ფსიქიურად ჯანმრთელი ვიყავი.

image

შემდეგ ექიმებთან ვიზიტის დროს ჩავიტარე გენეტიკური ანალიზი, აღმოჩნდა, ჩემში Х-ქრომოსომაა, ანუ მე ვარ ქალი, უბრალოდ დავიბადე სქესობრივი ანომალიით.



მეტიც, როდესაც მშობლები ყველაფერში გამომიტყდნენ, აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში მიკეთებდნენ ტესტოსტერონს-მამაკაცის ჰორმონს, ანუ ისინი გეგმიურად ბიჭად მაყალიბებდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მანაც არ მიშველა, თუმცა თავის კვალი მაინც დატოვა.ჩემი სიმაღლე 163 სმ-ია, ხოლო ტანი აგებულება მამაკაცური მაქვს, ახლა უნდა შევაგროვო ფული ოპერაციისთვის, რომ ჩემი სხეული და სახე, უფრო ქალური გახდეს...სხვათა შორის ტესტოსტერონმა სქესობრივ ფუნქციაზეც ვერ იმოქმედა, ვერც ერექციაზე და ვერც ორგაზმზე, ახლა რაც ფეხებშუა მკიდია, ვერც უწოდებ ჯანსაღ მამაკაცურ სასქესო ორგანოს.

image

დღეს უკვე დედ-მამამ მილიონჯერ მთხოვეს პატიება იმ საქციელისთვის რაც ჩაიდინეს, ისინი უკვე მე როგორც ქალიშვილს ისე აღიქვამენ.


გასული წლიდან გაძლიერებულად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, იმისთვის, რომ ბოლომდე გოგონას დავმსგავსებოდი, მე ქალის პასპორტიც არ მქონდა და არც მამაკაცს ვგავდი, რადგან ჩვეულებრივ ქალივით გამოვიყურებოდი, სწორედ ამის გამო ნორმალურ სამსახურში ვერ ვეწყობოდი, უკვირდათ, როდესაც პასპორტის სურათში სულ სხვაგვარად გამოვიყურებოდი, ახალი საბუთების მიღებამდე გადავწყვიტე არაოფიციალურად ლუდის ბარში მემუშავა, რა დროსაც ფულს ვაგროვებდი მკერდის პლასტიკურ ოპერაციაზე ახალ ტანსაცმელზე-გამუდმებით ვოცნებობდი ახალ ცხოვრებაზე, მით უმეტეს ირკუტსკში ადგილობრივები საკმაოდ ნეგატიურად არიან განწყობილები ლგბტ-თემის მიმართ, ამიტომ მე -"ქალად გადაკეთებულ მამაკაცს"არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა, ერთხელ კინაღამ მომკლეს კიდეც, როდესაც "გოპნიკები"დამესხნენ თავს(შენიშვნა:-გოპნიკები-ქალაქის აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდული დაჯგუფება რუსეთში, უწიგნური, ძირითადად დაბალი სოციალური ფენიდან, რომელთა იმიჯი დამყარებულია მორალზე და ტრადიციულ ღირებულებებზე)

image

ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მშობლიურ ქალაქში ჩემი დარჩენა უკვე სახიფათო იყო.

image

მოსკოვში გადასვლა გადავწყვიტე, სადაც თითქმის შევძელი, რომ ჩემი კოშმარული წარსული დამევიწყებინა, ვიპოვე ნამდვილი სიყვარული, ჩემმა მამაკაცმა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, თავიდან მეშინოდა სიმართლე მომეყოლა ჩემს შესახებ, მაგრამ საბედნიეროდ, ის თავისუფალი არმოჩნდა სტეროტიპიული აზროვნებისგან, მან იცის, რომ შვილი არასდრორს მეყოლება, თუმცა მომავალში ვაპირებთ შვილის აყვანას, ან სუროგატი დედისგან გაჩენას...ახლა ვაგროვებთ ფულს ფინალური ოპერაციისთვის-ვაგინოპლასტიკისთვის, რომელსაც ალბათ 30 წლის ასაკში უკვე შევაგროვებ."

image


image

ასევე დაგაინტერესებთ


ფეისბუქზე ახალგაზრდა ქალი, მარიამ სირბილაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, როდესაც სულ რამოდენიმე დღე მაშორებდა დიაგნოზამდე, კომპიუტერთან ვიჯექი და გუგლში არსებულ მოცემულობებს ვიკვლევდი . მთელი ორი კვირის განმავლობაში არ მეძინა . არ ვჭამდი, სახლიდან არ გავდიოდ...



ტრანსგენდერმა ფრედი მაკკონელმა(Freddy McConnell), რომელიც საკუთარ თავს მამაკაცად მიიჩნევს, სასამართლოს გავლით სურს მიაღწიოს იმას, რომ მის მიერ გაჩენილი ბავშვს დედა კი არა, არამედ მამა უწოდონ. ეს არის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა. მაკკონელი ქალად დაიბადა, თუმცა 25 წლის ასაკში მიხვდა, რომ იგი მამაკაცი უნდა ყოფ...


24 წლის ავსტრალიელმა Playboy -ის მოდელმა სიმონ ჰოლტცნაგელმა(Simone Holtznagel) აღნიშნა, რომ მუდმივი ტკივილები აქვს ზურგის არეში დიდი მკერდის გამო, ხოლო დაძინების დროს იძულებულია კროპ-ტოპი იხმაროს:"ოღონდაც ტკივილები არ მქონდეს და იაფად გავყიდი ჩემს მკერდს"-აღნიშნა გოგონამ. "როგორც ხუთი ზომის მკერდის მფლო...


Pornhub-ის ყოფილმა ვარსკვლავმა მია ხალიფამ you tube-ს საკუთარ არხზე გამოაქვეყნა მკერდზე გაკეთებული ოპერაციის ვიდეო, მას შემდეგ, როდესაც 2018 წელს 80 მილის სიჩქარით გაფრენილმა ჰოკეის შაიბამ სილიკონის მკერდი გაუხეთქა. 26 წლის სპორტული წამყვანი ესწრებოდა მისი საყვარელი გუნდის Washington Capitals-ის და Tampa ...


დოქტორი მარიამ ალ-სოჰელი ამტკიცებს, რომ იცის როგორ განკურნოს მამაკაცები ჰომოსექსუალიზმისგან, სანამ მთელს მსოფლიოში იზრდება ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მანამდე ქუვეითში ექიმმა მიაგნო გეების განკურნების "რეცეპტს". მარიამ ალ-სოჰენთან ინტერვიუ MEMRI-ის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სა...

0
729
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
729
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0