ახლოვდება არჩევნები, რომელსაც ბევრი ელის განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლად შერაცხული არჩევნები ახლოვდება. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის გეგმაზე და იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც უნდა განახორციელოს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობას სოფლის გაძლიერებას, მაღალმთიანი რეგიონების დაცლისაგან გადარჩენას და ყველა სოფელში სკოლისა დაბაგა-ბაღის აღდგენას ჰპირდება. ბიძინა ივანიშილის განცხადებით, კოალიციის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ქართული სოფელი და ამავე კონტექსტში მაღლმთიანი რეგიონები იქნება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ამოქმედდება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, შეიქმნება სოფლის აღორძინების ერთმილიარდიანი ფონდი, საიდანაც სოფლის ნებისმიერ მოსახლეს გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პირობებით თანხის გამოტანა შეეძლება - აღნიშნა ივანიშვილმა. მეორე მხრივ სააკაშვილის გეგმებიც ყველასთვის ცნობილია და ის უკვე რამდენიმე დღეებია კახეთის სტიქიას ებრძვის. სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის თანხების მოძიებით მთავრობამ თითქმისშეუძლებელი მოახერხა. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა.მიხეილ საკაშვილის თქმით, უახლოეს ისტორიაში ამ მასშტაბის დახმარება მას არც ერთი სტიქიური უბედურების დროს არ ახსენდება.