ძლიერი ხანძრის შემდეგ სამი თვე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მთელი ძალით მიმდინარეობს ტაძარი მაინც ნანგრევებითაა სავსე.
პარიზის მერიამ ჟურნალისტებს მხოლოდ რამდენიმე საათით მისცა საშუალება ტაძარში შესულიყვნენ და ყველაფერი გადაეღოთ. სურათებზე კარგად ჩანს დაზიანებული კედლები და იატაკი, აგრეთვე ხარაჩოები დამწვარი სახურავის ადგილას.
ნანგრევები ჯერ კიდევ ადგილზე ყრია. რესტავრატორებმა განმარტეს, რომ ყოველ მათგანს სკურპულოზული ანალიზი ჩაუტარდება. რათა მიიღონ მაქსიმალურდ ზუსტი მონაცემები რესტავრაციის კარგად ჩასატარებლად.
ხანძარი ნოტრ–დამში, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ტაძრის სახურავი 15 აპრილს მოხდა, როცა ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ხანძრის სავარაუდო მიზეზებად სახელდება მოკლე ჩართვა და სიგარეტის მოწევის აკრძალვის დარღვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილია არქიტექტურული ძეგლის აღდგენა ხუთ წელიწადში დამთავრდეს, მაგრამ ექსპერტების აზრით რესტავრაციის დამთავრებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.