სიახლეები მამაკაცმა ზღვაში იბანავა და აიკიდა ბაქტერია,რომელმაც ორ დღეში ცოცხლად გამოჭამა 2019, 18 ივლისი, 7:50 ![]() ამერიკელმა იბანავა ზღვაში და აიკიდა ბაქტერია, რომელმაც ცოცხალი ქსოვილი გამოჭამა.მამაკაცი ორ დღეში გარდაიცვალა.შემთხვევა ფლორიდაში, კერძოდ ქალაქ დესტინში, ზღვაში ბანაობის შემდეგ 66 წლის დეივ ბენეტს, (Dave Bennett)სხეულზე გაუჩნდა წითელი ლაქა, შემდეგ კი გაშავდა. საავადმყოფოში მას თავიდან სტაფილოკოკზე მკურნალობდნენ, თუმცა არ უშველა, ბენეტი გარდაიცვალა ზღვაში ბანაობიდან 2 დღეში. მხოლოდ გვამის გაკვეთის შემდეგ დადგინდა სიკვდილის ნამდვილი მიზეზი, მამაკაცს შეეყარა ბაქტერია Vibrio vulnificus-ი, რომელიც ქოლერის გამომწვევი მონათესავე მიკრობია, ისინი ცხოვრობენ მარილიან წყალში და თუ ღია ჭრილობაში მოხვდა ცოცხალ ქსოვილს შთანთქავენ.მისი ქალიშვილის 40 წლის შერილ ბენეტის მტკიცებით, მამამისს არ ჰქონდა სხეულზე ჭრილობა, თუმცა იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა, რადგან ცოტა ხნის წინ კიბო დაამარცხა. ![]() ![]() 1748 6-ს მოსწონს
|