x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონს ყველა მამაკაცი აღმერთებს, და აი, რატომ..

image


ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი საკმაოდ სენტიმენტალურია, ის მამაკაცებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევანს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალბატონზე აკეთებენ, გაითვალისწინეთ, რომ მის მოსაპოვებლად, თქვენ სერიოზული კონკურენციის გავლა მოგიწევთ. ის ყოველთვის დედოფალივით გამოიყურება და თავისი სილამაზით გარშემომყოფ ყველა სხვა დანარჩენ ქალბატონს ჩრდილავს.


image

ლომის მოპოვება საკმაოდ რთულია, ამიტომ მის გარშემო ძირითადად საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცებს შეხვდებით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები საკმაოდ ქედმაღალნი არიან, ასე რომ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ სერიოზული ურთიერთობისთვის ჩვეულებრივი, რიგითი მამაკაცი შეარჩიონ (თუმცა გამონაკლისებიც არსებობს) ვინაიდან, მათთვის პარტნიორის სტატუსი მთავარი განმსაზღვრელია. ისინი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ, პირიქით მათ სურთ, რომ საკუთარი მეორე ნახევრით ყოველთვის და ყველგან ამაყობდნენ.



image


ამიტომ, ლომი ქალბატონის მეორე ნახევრის სტატუსის მოსაპოვებლად, თქვენ პირველ რიგში - წარმატებული, ძლიერი, ღირსეული, და თან სასურველია რომ დიდგვაროვანიც ბრძანდებოდეთ. ყველა ეს სირთულე ლომ ქალბატონს მამაკაცის თვალში კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობასა და ხიბლს მატებს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხომ რთული გამოწვევები კიდევ უფრო მეტად ხიბლავთ და არც, მათთვის სასურველი ქალბატონის ყურადღებისა და სიყვარულის მოსაპოვებლად, თავდაუზოგავ ბრძოლაზე ამბობენ უარს.



0
2527
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2527