x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
უცხოპლანეტელების 80 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები იუტაში
უცხოპლანეტელების 80 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები იუტაში


აშშ-ს ტერიტორიაზე, კერძოდ იუტას შტატში, სეგოს კანიონში აღმოჩენილია პეტროგლიფების დიდი რაოდენობა კლდეებში მდებარე გამოქვაბულებში. აქ ადამიანები უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და კედლების მოხატვა ადგილობრივმა ამერიკელებმა დაიწყეს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წლიდან. ყველაზე ახალგაზრდა ნახატები დათარიღებულია ძვ.წ. 100 წლით.


უცხოპლანეტელების 80 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები იუტაში


ეს კანიონი ნახატების მთელი გალერეაა და კარგად წარმოგვიჩენს იმდოიდელი ადამიანის მხატვრულ და საერთოდ გონებრივ შესაძლებლობებს და განვითარების სხვადასხვა ეტაპს. ძალიან საინტერესო პეტროგლიფებს, ეს პრეისტორიული მხატვრობის მთელი გალერეაა, მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. სეგოს კანიონში უამრავ სხვა ნახატს შორის აღმოჩენილია ძალიან უცნაური გამოსახულებებიც, რომლებსაც სეგოს კანიონის უცხოპლანეტელები (Aliens of Sego canyon) უწოდეს.



"ბაქჰორნ ვოშის ანგელოზები"

ეს გამოსახულებები არაერთია და აჩენს ეჭვს იმის შესახებ, რომ ან ამ ადამიანებს მართლაც ჰქონდათ კონტაქტი უცხო ცივილიზაციებთან და შემდეგ მათ ხატავდნენ, ან ეს რაღაც გარკვეული შამანური სპირიტუალური გაოცხადებების კედელზე გადმოტანის მცდელობები იყო. საერთოდ არქეოლოგებისთვის ცნობილი და მიღებული დებულებაა, რომ პრეისტორიული მხატვრები ყოველთვის გამოსახავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ.


უცხოპლანეტელების 80 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები იუტაში


ეს ძალიან სახასიათოა პრეისტორიული მხატვრობისათვის. პრეისტორიულ პერიოდში უიშვიათესია ისეთი ნახატების არსებობა, რომ მხატვრებს დაეხატოთ გამოგონილი არსებები ან საგნები. ისინი ერთი ერთში ცდილობდნენ გადაეტანათ კედელზე ის გამოსახულებები, რისი უშუალო შემსწრენიც იყვნენ, იქნებოდა ეს ცხოველები, ნადირობის პროცესი, მეტეორის ჩამოვარდნაც კი. ასევე გამოსახავდნენ გარკვეულ ნიშნებს, რაც აღნიშნავდა სხვადასხვა მნათობს.


უცხოპლანეტელების 80 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები იუტაში


"სეგოს კანიონის უცხოპლანეტელების" სახასიათო თვისებები ისაა, რომ ისინი გამოსახულნი არიან როგორც მაღალი არსებები, ხშირად გამოხატული არ აქვთ კიდურები, არც ხელები და ზოგჯერ არც ფეხები. სახის ნაკვთებიც არაა გამოხატული, მხოლოდ ზოგიერთ მათგანს გამოარჩევს დიდი თვალები და დანარჩენი სახის ნაკვთები არაა წარმოდგენილი. ეს არსებები დახატული არ არიან არც ნადირობის, არც სხვა რაიმე პროცესში, მათ გვერდით არაა დახატული არანაირი ცხოველი და არც ნორმალური ადამიანური ფიგურები, არამედ ისინი გამოისახებიან ჯქუგურად, ერთმანეთის გვერდით. მათი ფორმები არ ჯდება არც ადამიანურ და არც სხვა დედამიწაზე დღეს ან ოდესმე არსებული ცხოველის აღწერაში.



მსგავსი სტატიები:


1. აკადემიური მეცნიერების აზრი უცხოპლანეტელებზე

2. ნიკოლა ტესლა - დიდი მაგი და მეცნიერი

3. ურალის მთების ნანოსტრუქტურები

4. აბიდოსის ტაძრის საიდუმლო

5. მე-16 საუკუნის ნახატი მფრინავი თეფშების გამოსახულებით

6. უბეიდის რეპტილოიდები

7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები თბილისის ცაზე

8. ჰეროდოტეს უცნაური ჩანაწერები

9. ჩვენ გვერდზე სხვა სახეობის ხალხიც ცხოვრობს?

10. მესამე დონის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან საქართველოში

11. გულწასული კაცი გონს აბსოლუტურად სხვა პიროვნებად მოეგო

12. ვიეტნამის ჯუნგლების ამოუცნობი არსებები

13. სამყაროს მონაცემთა ბაზა?

14. ავთანდილ ლომსაძე - დიდი ტელეპატი

15. გაწერილია უკვე ადამიანის ბედი?

16. შატურის საიდუმლო

17. ასტრალური მოგზაურობა

18. დავით დევდარიანი - უცხოპლანეტელებთან კონტაქტორი

19. გარი მაკკინონი - ჰაკერი, რომელმაც "ნასა" ამხილა უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის დამალვაში

20. ამოუხსნელი ნიშნები პურის ყანებში

21. უცნაური ჰალუცინაციები

22. უცნაური ხმოვანი ჰალუცინაცია

23. უცნაური ისტორიული ცნობები კინოკეფალებზე

24. უცხოპლანეტელების 100 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ინდოეთში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
360
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0