საზოგადოებრივი ჯიქები - ადიღეური ტომი 2019, 10 ივლისი, 14:02 ჯიქები ანტიკურ წყაროებში მოიხსენიება სხვადასხვა სატომო სახელით, ესენია: ძიქები, ზიხები, ზიკხები, ზინხები, ზიგები, სინდები. არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) მიხედვით სინდები სკვითური მოდგმის ტომია, უფრო ზუსტად მეოტი ტომიო, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ სკვითებს ეძახდნენ ანტიკური ავტორები ყველა იმ ტომს, რომელთა წარმომავლობაც ეეჭვებოდათ და დაუდგენელი იყო მათთვის. თავად კოლხებსაც კი ხშირად სკვითებად მოიხსენიებდნენ. სინდები ცხოვრობდნენ დღევანდელი ანაპის მიდამოებში. ევსტათის კომენტარის მიხედვით სინდები გივე ჯიქები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.25). სინდებს ზიკხებთანაც აიგივებენ. მაგალითად დიონისიოსის (ახ.წ. II ს.) "პერიეგესის" ევსტათის (XII ს.) კომენტარის მიხედვით, სინდები იგივე ზიკხები არიან. ზიკხები კი გაიგივებულნი არიან სტრაბონის ჯიქებთან. დიონისიოსი იქვე, 5 სტრიქონის ქვემოთ ასახელებს ეთნონიმ ჯიქებსაც (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 222). ზიგები პირველად ჩნდებიან სტრაბონთან (ძვ.წ. 64-ახ.წ. 24). ის ერთად ასახელებს აქეებს, ზიგებსა და ჰენიოხებს, რომლებიც კოლხების ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.137). შდრ. დევნილი მითრიდატე გვერდს უვლის ზიგების საცხოვროისს, მათი ველურობისა და ცუდგზიანობის გამო, ნაპირ-ნაპირ აღწევს აქეებამდე, რომელნიც მას კარგად იღებენ. (სტრაბონი, XI, 2, 12-14). V საუკუნის პერიპლუსის ანონიმი ავტორი წერს: "ძველ აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდინარე აქეუნტამდე (ეს არის სოჭიდან 30 კილომეტრით დაშორებული), უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები, მახელონები, კოლხები და ლაზები.(თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 130). თ ყაუხჩიშვილის აზრით, ეს ზიქები/ძიქები, შემდეგი პერიოდის ჯიქები, ადრე ქედს გადაღმა, სარმატიის დაბლობზე ცხოვრობდნენ, და სტრაბონის დროს ახლადგადმოსახლებულნი არიან ზღვისპირეთში. სტრაბონი და მისი მომდევნო, ბევრი ავტორი (არიანე, დიონისოს პერიეგეტი, სტეფანე ბიზანტიელი) შემდეგ უკვე აქ ასახელებს მათ. (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 139). შედარებისთვის, მაგალითად არიანე (ახ.წ. 95-175) წერს: "ზღვის პირას და შემდეგ კოდორის ხეობაში ცხოვრობენ აფსილები (სვანურ-კოლხური ტომი), მათ შემდეგ, ისე, რომ ქალაქი სებასტოპოლისი მათს ტერიტორიაზეა, მდინარე შახემდე არიან სანიგები (სვანურ-კოლხური ტომი). სანიგებს ზემოთ, მთებში კი ცხოვრობენ აბასკები (ადიღეური ტომი). მდ. შახედან მდინარე ნუგუფსუხუმდე კი ცხოვრობენ ძილქები (ჯიქები). (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 100). კლავდიოს პტოლემაიოსის (II ს.) მიხედვით, ზინხების საცხოვრისად ივარაუდება ტერიტორია მდინარე ყუბანიდან მდინარე ლაბას სათავეებთან. პტოლემაიოსის აზრით, კოლხეთის ჩრდილოეთით არის აზიის სარმატია (თავი VIII), სადაც ცხოვრობენ აქაიები, კერკეტები, ჰენიოხები და სუანოკოლხები. ყველა ჩამოთვლილი სვანური და კოლხური მოდგმის ტომია. საინტერესია, რომ ამ ტექსტით გამოდის, რომ კლავდიოს პტოლემაიოსი სვანური და კოლხური ტომების გაერთიანებას აღნიშნავს ტერმინით "აზიის სარმატია". პირველ სამ ტომს არაერთი ძველი ავტორი ასახელებს და როგორც ჩანს ამ შემთხვევაში კლავდიოს პტოლემაიოსს ძველი წყარო ჰქონდა ხელთ. მისი აღწერით, ჰენიოხები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში არიან და არა სამხრეტით, როგორც ეს გვიანდელ წყაროებშია. მას ძველი წყაროც რომ ჰქონდა ხელთ, ამაზე მიუთითებს ზინხების (ანუ ჯიქების), ხსენებაც სარმატიაში, რაც სტრაბონის დროიდან აღარ გვხვდება (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.160). ჯიქეთი ჩრდილო კავკასიაშია გვიანდელი წყაროებითაც. კონსტანტინე პროფიროგენეტი (IX ს.) წერს: ბოსფორის პირდაპირ არის ე.წ. "ტამატარხის ციხე". ამ სრუტის სიგრძე არის 18 მილი. შუა მანძილზე არის დიდი ვაკე კუნძული - ე.წ. "ატეხი". ტამატარხიდან 18 თუ 20 მილის მანძილზე არის მდინარე ე.წ. "უკრუხი", რომელიც ჰყოფს ჯიქეთსა და ტამატარხას. უკრუხიდან ნიკოფსიის მდინარემდე, სადაც იმავე სახელწოდების ციხეა, არის ჯიქეთის ქვეყანა. ჯიქეთის ზემოთ არის ქვეყანა პაპაგიად წოდებული და პაპაგიის ქვეყნის ზემოთ არის ქვეყანა "კასახიად" წოდებული. კასახიის ზემოთ კავკასიის მთებია, ხოლო ამ მთების ზემოთ - ალანიის ქვეყანა. ჯიქეთის სანაპიროზე არის კუნძულები, ერთი დიდი სამი პატარა კუნძული. მათ შუა სხვა კუნძულებიცაა, დასახლებული და გაშენებული ჯიქების მიერ. ეს არის : ტურგანერხი, ჩარგავანი და ერთიც სხვა. არის კიდევ სხვა კუნძული მდინარის ნავსაყუდელთან, ერთიც პტელეასთან, სადაც ჯიქები თავს შეაფარებდნენ ხოლმე ალანთა თავდასხმების დროს." (გეორგიკა, 1952, გვ. 231-233). შდრ. აგრეთვე ნიკიფორე გრიგორასი (XIV ს) წერს: "ჩინგისხანის მეორე ვაჟი - ტელეპუა, იმორჩილებს მასაგეტებისა და სავრომატების ქვეყანას. შემდეგ მან გადალახა ტანაისის სათავეები და გასწია ევროპელ ტომთა მიწა-წყლის გზით. ეს ტომები ბევრნი იყვნენ და სხვადასხვანი. ტომები, რომლებიც მეოტის ტბის მეზობლად იყვნენ და პონტოს სანაპიროს მოსდებოდნენ, იყვნენ: ჯიქები და აბაზგები, გუთები და ამაქსოვიები, ტავროსკვითები და ბორისთენელები, გარდა ამათი, იყვნენ ისეთები, რომლებიც ისტროს შესართავთან მდებარე მიზიაში ცხოვრობდნენ. მათ ჰუნები და კომანები ეწოდებოდათ. (გეორგიკა, 1967, გვ.130-131). ქართული წყაროები კარგად იცნობენ ჯიქებს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ისინი ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში, ჯიქები აშკარად ძველი ჩრდილო-კავკასიური ტომია, რომელსაც ნაკლები შეხება ჰქონდა ქართველურ (კოლხურ, სვანურ, იბერიულ, მესხურ, სამხრეთ-კავკასიურ-მცირე აზიურ) სამყაროსთან, თუმცა მათთან სისხლით პირდაპირი ნათესაობა აკავშირებდა (ტ. ფუტკარაძე, "ქართველები", 2005). ჯიქები, ისევე როგორც მთელი ადიღეური, ჩერქეზული მოდგმა შედის იბერო-კავკასიურ ოჯახში, ხოლო იბერო-კავკასიელების მთავარი დამახასიათებელი გენომი არის G2a, J2 და J1. ამჯერად ვისაუბროთ მხოლოდ G2a-ს შესახებ, ვინაიდან ის დომინანტურადაა დამახასიათებელი ადიღეური მოდგმის ხალხებისთვისაც, რომელზეც ზევით გვქონდა საუბარი. მსოფლიოს დამოუკიდებელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი პროცენტულობით G2a ჰაპლოჯგუფი აქვს საქართველოს მოსახლეობას. მაგალითად სვანების დიდი უმრავლესობა, 70%-ზე მეტი ატარებს ჰაპლოჯგუფს - G2a, უმეტესად სწორედ სვანებიდან გავიდა ეს ჰაპლოჯგუფი მთელ საქართველოში, დომინანტურად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სუბეთნიკურ ჯგუფში: აფხაზებში, მეგრელებში, იმერლებში, გურულებში, აჭარლებში, რაჭველებსა და ლეჩხუმლებში და ა.შ. და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხებში, როგორებიცაა ყაბარდო-ბალყარელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები და ასევე ოსები. ზემოთ ჩამოთვლილ ხალხებში ეს ჰაპლოჯგუფი არის დომინანტური და ეს საქართველოს და დასავლეთ კავკასიას გამოარჩევს დედამიწაზე დღეს არსებული ყველა რეგიონის პოპულაციისგან, ვინაიდან ეს კონკრეტული ჰაპლოჯგუფი ძალიან იშვიათია სხვა რეგიონებში დედამიწაზე და მხოლოდ რამდენიმე რეგიონია კავკასიის გარდა, სადაც ის 15%-ზე მეტ ადამიანს აქვს პოპულაციაში, ეს რეგიონებია: ცენტრალური იტალია, სამხრეთ იტალია და სარდინია, სადაც ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს მამაკაცთა 30%-მდე და დასავლეთ კავკასია, სადაც მამაკაცთა 50%-ზე მეტს აქვს G2a. დედამიწაზე ყველაზე მაღალი პროცენტულობით კი მას ატარებს ორი ხალხი: სვანები და ოსები (65% დვალების, სვანების და ჩერქეზების გავლენით). თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ქართველთა ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელთა წარმოშობას და საერთოდ ქართველთა წარმოშობას და მივიდეთ მის უძველეს სათავეებამდე, მაშინ დაგვჭირდება სწორედ G2a ჰაპლოჯგუფის წარმოშობის გარკვევა. საერთოდ ჰაპლოჯგუფი G, თავის მხრივ არის წარმოშობილი მაკრო-ჰაპლოჯგუფ F-ისგან, რომელსაც ატარებდა ადამიანთა ის უძველესი ჯგუფი, რომელიც აფრიკიდან აზიაში გადმოვიდა 60, 000 წლის წინ. ეს იყო ადამიანთა მეორე დიდი მიგრაციული ნაკადი აფრიკიდან. ამას წინ მოჰყვებოდა უფრო ადრეული პირველი მიგრაციული ნაკადი და იმ ნაკადის წარმომადგენლებს ჰქონდათ ორი ტიპის მაკრო-ჰაპლოჯგუფი - C და D. იმ ხალხმა გადაკვეთა არაბეთის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთისკენ დაიძრა, დაასახლა როგორც ოკეანეთი ავსტრალიასთან, ასევე ევრაზიის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი. რაც შეეხება G2a-ს ჩამოყალიბებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მან ამგვარი გზა განვლო: F მაკრო-ჰაპლოჯგუფი - აფრიკიდან აზიაში მეორე ტალღის ადამიანებში ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში 60 ათასი წლის წინ (600 საუკუნის წინ). შემდეგ მათგან ჩამოყალიბდა G მაკროჰაპლოჯგუფი სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე. 50, 000 წლის წინ (500 საუკუნის წინ). შემდგომ ის გაიყო ორ ნაწილად და წარმოიქმნა ამავე ტერიტორიაზე G1 და G2 26, 000 წლის წინ (260 საუკუნის წინ). G2 შემდგომში გაიყო ორ ჰაპლოჯგუფად და წარმოიშვა G2a და G2b დაახლოებით 20 ათასი წლის წინ (ძვ.წ. 180-ე საუკუნეში). სწორედ G2a-ს მოდგმამ ჩამოაყალიბა მიწათმოქმედება დედამიწაზე უპირველესმა "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "შუმერი" და აქედან გაავრცელა იგი დედამიწის ყველა კუთხეში (ამერიკის კონტინენტების გარდა, სადაც დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მიწათმოქმედება), მათ მიიღეს მონაწილეობა და ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაციაც, ასევე მცირე აზიის პროტოცივილიზაციები და ევროპის პირველი ნეოლითური კულტურებიც. ამ ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველური ტომების ჩამოყალიბების პროცესშიც, რომელიც მიმდინარეობდა მესოპოტამიაში, მცირე აზიაში და სამხრეთ კავკასიაში. ნეოლითური სამარხების გენეტიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ანატოლიიდან ევროპაში გადასული პირველი მიწათმოქმედები, რომლებმაც პირველი ნეოლითური კულტურები ჩამოაყალიბეს ევროპის კონტინენტზე იყვნენ, სწორედ ამ მოდგმის, იბერო-კავკასიელი ხალხი და ატარებდნენ G2a-ს. ისინი ანატოლიიდან ევროპაში პირველად გადავიდნენ 9000 წლის წინ, ძვ.წ. 7000 წლისთვის და ეს მიგრაცია საკმაოდ ხშირი იყო ძვ.წ. 4000 წლამდე. ისინი სწორედ ჯერ დამკვიდრდნენ დღევანდელი ბალკნაეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 6500 წლისთვის, შემდგომ აითვისეს მდინარე დუნაის აუზის ტერიტორიები, განსახლდნენ სერბეთის, უნგრეთის და რუმინეთის ვრცელ ტერიტორიებზე ძვ.წ. 5800 წლისთვის, შემდგომ დამკვიდრდნენ გერმანიაში ძვ.წ. 5500 წლისთვის, დღევანდელი ბენილუქსის ქვეყნების ტერიტორიაზე ძვ.წ. 5200 წელს და მოიცვეს მთელი კონტინენტი მათ შორის უკრაინის ტერიტორიაც კი. იბერო-კავკასიელები დომინანტურნი იყვნენ კონტინენტურ ევროპაზე მანამ, სანამ არ გამოჩნდნენ ინდო-ევროპელები ძვ.წ. 2000 წლისთვის და არ დაიწყეს ნელ-ნელა შერევა, ასიმილაცია და ჩანაცვლება წინარე იბერო-კავკასიური მოსახლეობისა. დღევანდელი ევროპელები ამ ხალხთა ნარევი შთამომავლობაა, მაგრამ დღევანდელ ევროპაში G2a ჰაპლოჰგუფის მატარებელი მამაკაცების რაოდენობა მთელი პოპულაციის 5-10%-ს არ აღემატება. ევროპაში ინდო-ევროპულმა გენომმა იმძლავრა. დღესდღეობით G2a-ს მატარებელი პოპულაცია მეტადაა შემორჩენილი ევროპის მთიანეთში და მთიან ნაწილებში, სადაც ნაკლებად მიაღწია ინდო-ევროპულმა დიდმა მიგრაციულმა ტალღებმა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში აღმოჩენილი მუმიის - ე.წ. "ყინულკაცა იოცის" გენომის გაშიფრვისას ის აღმოჩნდა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი. ეს კაცი ძვ.წ. 3200 წლისთვის ცხოვრობდა შვეიცარიის ტერიტორიაზე: იბერო-კავკასიური მოდგმის G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელმა ხალხმა მოიგონა პირველად მარცვლეული და პარკოსანი კულტურების მოყვანა მინიმუმ 12, 000 წლის წინ, ძვ.წ. მე-100 საუკუნეში შუმერის ტერიტორიაზე. ასევე მათ მოიგონეს ჩრდილოეთ მესოპოტამიის ტერიტორიაზე მეთუნეობა, კერამიკის წარმოება ძვ.წ. 70-ე საუკუნისთვის და შემდგომ გაავრცელეს სხვადასხვა რეგიონში. სწორედ მათ მოიშინაურეს პირველად ღორები, ცხვრები, თხები 11, 000 წლის წინ, ძვ.წ. 90-ე საუკუნისთვის. G2a-ს მოდგმის ხალხი იყვნენ პირველები, რომლებსაც გაუჩნდათ ალელები, რომელმაც კანის ნათელი ფერი გამოიწვია. ისინი კავკასოიდურ რასად ჩამოყალიბდნენ ჯერ კიდევ 45 ათასი წლის წინ, მაგრამ ეს რასა დღევანდელთან შედარებიტ საკმაოდ მუქ ფერს ინარჩუნებდა ჯერ კიდევ 11 ათასი წლის წინანდელი პერიოდამდე, რის მერეც დაიწყო გათეთრების ძალიან შესამჩნევი პროცესი და დასრულდა 7000 წლის წინ, ძვ.წ. 5000 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ხახმა მონაწილეობა მიიღო ინდო-ევროპელთა ჩამოყალიბებაში და კავკასიიდან იამნაიას კულტურის მოსახლეობაზე მოახდინა გავლენა. იამნაიას კულტურაში G2a-ს ინდო-ევროპული განშტოებებია: L1264 (ჩამოყალიბდა ძვ.წ. 6000 წლისთვის), L13 (ჩამოყალიბდა ძვ.წ. 8500 წლისთვის) და Z1816 (ჩამოყალიბდა დაახლოებით ძვ.წ. 2500 წლისთვის). კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. საქართველო6. ნაციზმი7. ჰიტლერი8. მეცნიერება9. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე596 1-ს მოსწონს
|