x
image
თორ ნიკე
ევროპული პროტოცივილიზაციები
ევროპული პროტოცივილიზაციები


ევროპის ისტორია ძალიან ძველია. აქ ჰომო საპიენსი პირველად მინიმუმ 45 ათასი წლის წინ (450 საუკუნის წინ) გამოჩნდა, როდესაც აფრიკიდან ევრაზიაში გადმოსული ჰომო საპიენსების ახალი ტალღა ორად გაიყო და ერთმა ჩამოაყალიბა კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, ხოლო მეორემ დასავლეთ ევროპელი მონადირე შემგროვებლები. მოგვიანებით კი ამ ადამიანებმა შექმნეს პირველი პროტოცივილიზაციები ანუ უძველესი ევროპული კულტურები. ჩამოაყალიბეს ათობით ათასი ენა, ეთნოსი, რომელთაგან უმრავლესობა უკვე გადაშენებულია ან მათგან ახალი ეთნოსები და ენებია წარმოშობილი. წარმოგიდგენთ რუკებს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახადოს ევროპის ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანთა გენეტიკური შემადგენლობა და ცხოვრების ნირი ბოლო 100 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.


ადამიანთა მიგრაცია ევროპაში 45, 000 წლის წინ


დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, მიწამოქმედება მინიმუმ ძვ.წ. 9500 წლისთვის ჩამოყალიბდა ე.წ. "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" რეგიონში, მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. შემდგომ უკვე ძვ.წ. 7000 წელს გავრცელდა საბერძნეთის ტერიტორიაზე და შემდგომ ძვ.წ. 6300 წლიდან იგი ვრცელდება სამხრეთ კავკასიაში. კავკასიის მიწათმოქმედების ცენტრი კახეთი იყო. სწორედ ამ პერიოდიდან ვრცელდება მიწათმოქმედება მთელ ბალკანეთში, ცენტრალური ევროპის ნაწილში და იტალიაში იბერიის ნახევარკუნძულამდე.



მიწათმოქმედების გავრცელება ევროპაში


ძვ. წ. 6000 წლიდან ევროპაში უკვე იწყება ჩამოყალიბება სხვადასხვა კულტურების, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, ერთმანეთს უმეზობლდებიან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც გენეტიკური შემადგენლობით, ასევე კულტურის ბევრი ასპექტით. თუმცა ყველანი კავკასოიდური რასის წარმომადგენლები არიან. ამ დროს ჩამოყალიბებული იყო შულავერის კულტურა. (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ევროპული პროტოცივილიზაციები




ამ რუკაზე ასახულია სპილენძის გავრცელება ევროპაში ძვ.წ. 5800 - ძვ.წ. 2000 წლებში:


სპილენძის გავრცელება ევროპაში




ძვ.წ. 5000 - ძვ.წ. 4500 წლებში ახალი კულტურები ფორმირდა კონტინენტზე (იხ. მაღალი რეზოლუციით):


ევროპული პროტოცივილიზაციები




ევროპა ძვ.წ. 3500-3000 წლებში. ამ დროს საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში იყო მტკვარ-არაქსის კულტურა. (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ევროპული პროტოცივილიზაციები




ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2800 - ძვ.წ. 2500 წლებში (იხ. მაღალი რეზოლუციით):


ევროპული პროტოცივილიზაციები



ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2500 - 2000 წლებში. (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ევროპული პროტოცივილიზაციები



ევროპის პროტოცივილიზაციები ძვ.წ. 2000 - 1500 წლებში (იხ. მაღალი რეზოლუციით)


ევროპული პროტოცივილიზაციები







კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0