x
მეტი
  • 11.07.2025
  • სტატია:143266
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515401
ცოლიანი მამაკაცი უფრო დიდხანს ცოცხლობს თუ უცოლო? - 16-წლიანი დაკვირვების შედეგები
image

სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხოლო კაცების შემთხვევაში ეს იმაზეც არის დამოკიდებული დაქორწინებულები არიან თუ არა. 16 წლიანი კვლევა ჩაატარეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიისა და პრევენციული მედიცინის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა.


მოყოლებული 2007 წლიდან. 16 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სწავლობდნენ სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებს. შედეგად დადგინდა, რომ ცხოვრების ხანგრძლივობასა და ხარისხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ფაქტორებიც. ამრიგად, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაქორწინებული მამაკაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. გარდა ამისა, ძლიერი სქესის წარმომადგენლების დასაქმების ტიპი გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ისინი, ვინც გონებრივ მუშაობას ეწევიან, ხშირად უფრო დიდხანს ცოცხლობენ.


რაც შეეხება ქალებს, ვისაც შვილები ჰყავთ და მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.


image

საინტერესოა, რომ ქალებს უფრო მეტი ქრონიკული დაავადება აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ რადგან ისინი უფრო მეტად ასრულებენ ექიმების რეკომენდაციებს, ეს ნაკლებად აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.


დაქორწინებული კაცები ალბათ უფრო დიდხანს ცოცხლობენ ზუსტად იმიტომაც, რომ მათზე მეუღლეები ზრუნავენ, ხშირად აიძულებენ, რომ ექიმების რჩევები გაითვალისწინონ.



უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ორივე სქესის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 44-დან 64 წლამდე მამაკაცებისთვის ნაადრევი სიკვდილის რისკი დაკავშირებულია არტერიულ წნევასთან, სტრესთან, მოწევასთან და ალკოჰოლის მოხმარებასთან.


75 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის კი სიკვდილის მთავარი რისკ-ფაქტორებია დაბალი წნევა, გახშირებული გულისცემა და სტრესი.


ექიმები გვირჩევენ, რომ დროული გამოკვლევები სერიოზული დაავადებების განვითარების და ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილების მთავარი საშუალებაა.



0
579
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0