საზოგადოებრივი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე 2019, 4 ივლისი, 13:51 კავკასიის ტერიტორიაზე ადამიანი პირველად სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში გამოჩნდა 1.8 მილიონი წლის წინ, ადამიანთა ეს სახეობა იყო ჰომოერექტუსი, ამის შემდეგ უკვე საქართველოში ჩნდებიან ნეანდერტალელები, დაახლოებით 300 ათასი წლის წინ ისინი სახლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ პერიოდში აქ შემოსულ საპიენსებთან ახდენენ შეჯვარებას. გენეტიკური მასალის კვლევით დგინდება, რომ აქ შემოსული ჰომო საპიენსი დამხვდურ ნეანდერტალელებს ნომინანტის როლში აქცევს და საბოლოოდ გადაშენებამდე მიჰყავს, თუმცა იშვიათი ნამდვილად არ იყო ნეანდერტალელებთან შერევა. მართალია დღევანდელ კაცობრიობაში და მათ შორის ქართულ და საერთოკავკასიურ მოსახლეობაში არ აღინიშნება ნეანდერტალური ჰაპლოჯგუფები მამის ხაზით, მაგრამ საკმაოდ დიდად აღინიშნება ნეანდერტალელთა გენომი დედის ხაზით, ასეა მთელს კავკასოიდურ, ანუ თეთრკანიანთა მოდგმაში. რაც შეეხება აქ, საქართველოში საპიენსთა ანუ თანამედროვე ადამიანების შემოსვლას და შემდგომ მათგან ქართველურ ტომთა ჩამოყალიბებას, უნდა ითქვას, რომ ქართველური, იგივე პროტოქართული ან იბერო-კოლხური ტომების ჩამოყალიბება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. 45 ათასი წლის წინ აფრიკიდან აზიის კონტინენტზე გადმოსული, კავკასოიდურ რასად ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი ჰომო საპიენსი, რომელიც თავიდან დღევანდელი პალესტინის, სირია-ლევანტის, მცირე აზიის ტერიტორიებზე მოსახლეობდა, დაახლოებით 450 საუკუნის წინ ორად გაიყო და ერთი ნაწილი დასავლეთ ევროპაში დასახლდა მცირე აზიის გავლით, ხოლო მეორე ნაწილმა სამხრეთ კავკასიაში დაიდო ბინა. ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბურად დასახლება ბევრად უფრო გვიან მოხდა ადამიანის მიერ. კავკასიაში, მცირე აზიასა და სირია-ლევანტში დასახლებულმა ამ პალეოლითურმა მოსახლეობამ, რომელიც ერთი მოდგმისანი იყვნენ, ჩვენს დროში მიიღო შემდეგი სამეცნიერო სახელი: "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები" (CHG - Caucasian Hunter-gatherers). ეს ის ხალხი იყო, რომელთაც შემდგომში ჩამოაყალიბეს არა მხოლოდ იბერო-კავკასიელები, არამედ დიდი მონაწილეობა მიიღეს ინდო-ევროპელი ხალხების ფორმირებაში ჩრდილოეთში მიგრაციის შედეგად იამნაიას კულტურაში (მე-4 დიდი ტალღა). ამ ხალხმა როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაცია. სწორედ იბერო-კავკასიელებში ჩამოყალიბდა ჰაპლოჯგუფები G, J და მათი ვარიაციები და შემდგომ გაიბნა მთელ მსოფლიოში. როგორც უკვე ვთქვით, კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა შემდგომში ჩამოაყალიბეს იბერო-კავკასიელები (ან უბრალოდ კავკასიელები, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესია გამოვიყენოთ ტერმინი იბერო-კავკასიელები, რომ არ აგვერიოს კავკასოიდურ რასაში, რომელიც ბევრად უფრო ფართო ცნებაა). ვინ არიან იბერო-კავკასიელები? ამ მოდგმა და ეს ტერმინი აერთიანებს ყველა იმ უძველეს და დღეს არსებულ ეთნოსს, რომელიც არის თეთრკანიანი (უფრო ზუსტად, კავკასოიდი, ანუ არ არის არც ნეგროიდი და არც მონღოლოიდი) და ამავე დროს არ შედის არც ინდო-ევროპელებში, არც აფრაზიელებში (სემიტები, დრავიდები, ქუშიტები, ჩადელები), და არც თურქულ-ალთაურ ხალხთა დიდ ოჯახებში. იბერო-კავკასიელებში შედიოდა ასობით ტომი პრეისტორიულ და ისტორიულ ხანაში, რომელთა ერთმანეთში და ასევე სხვა ხალხებში ასიმილაციის და გადასახლებათა შედეგად ჩამოყალიბდა დღევალდელი ძირძველი, აბორიგენი კავკასიელი ხალხები და მათი ენები, როგორიცაა: 1. იბერო-კოლხური ანუ ქართველური (ქართული, სვანური, ლაზური, მეგრული). 2. ნახურ-დაღესტნური (ჩეჩნური, ინგუშური, ბაცბური, ზუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები). 3. აფსუა-ადიღეური ანუ ჩერქეზული (აფსუები, ადიღეველები, უბიხები). აღსანიშნავია, რომ იქამდეც კი, სანამ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები საქართველოს ტერიტორიაზე მოვიდოდნენ, აქ ადამიანთა სხვადასხვა სახეობა მოსახლეობდა, იყვნენ როგორც ჰომო ერექტუსის სხვადასხვა რასები, ასევე შემდგომ უკვე ნეანდერტალელები. საერთო ჯამში დღემდე აღმოჩენილია 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლი საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე (რასაკვირველია ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით). ჩამოგითვლით მათგან მნიშვნელობით უმთავრეს და უდიდეს განსახლების არეალებს (იხ. რუკა): 1. პალეოლითი (ძველი ქვის ხანა) - 3, 3 მილიონი წლიდან 300, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე: 1. ქვემო იაშთხვა 2. რუხი 3. კაცხი 4. კუდარო 5. წონა 6. ლაშებალთა 7. ქისტაური 8. ზიარი 9. წოფი 10. დმანისი 11. ახალქალაქი 12. ფერსათი 13. ჭიქიანი 14. გარეჯი 15. არუხლოს გორა 2. ქვედა პალეოლითი, იგივე მუსტიეს ეპოქა - 300 ათასი წლის წინანდელი პერიოდიდან 45, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე: 1. სვანთა სავანე 2. აფიანჩა 3. საკაჟია 4. საგვარჯილე 5. ხერგულის კლდე 6. თაროკლდე 7. დევისხვრელი 3. ზედა პალეოლითი - 50, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან 10, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე: 1. ცივი მღვიმე 2. დარკვეთის ეხი 3. ეძანი 4. მეზოლითი (შუა ქვის ხანა) - 10, 000 - 7, 000 წლის წინ: 1. კისტრიკი 2. ოდიში 3. ურთა 4. გურიანთა 5. ქობულეთი 6. ხუცუბანი 7. ანასეული 8. თეთრამიწა 9. საკაო 10. ფარავანი 11. ზემო ალვანი 5. ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) - საქართველოში ის დაიწყო ძვ.წ. 6300 წელს და დასრულდა ძვ.წ. 4000 წელს. 1. მაჭარა 2. ამირანის გორა 3. ბერიკლდეები 4. ჟინვალი 5. ბოდორნა 6. წითელი გორები 7. შულავერის გორა 8. იმირის გორა 9. სიონი კრებულები:1. ქართველური ტომები2. ქართული სახელმწიფოები3. იბერო-კავკასიური კულტურები4. ქართული მითოლოგია5. ნაციზმი6. ჰიტლერი7. მეცნიერება8. რელიგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე1120 2-ს მოსწონს
|