x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით -ნაწილი III)
მსოფლიოში არაერთი გასაოცარი შენობაა, ნაწილ მათგანზე წინა ორ სტატიაში ვისაუბრეთ, ახლა კი სხვა საინტერესო ნაგებობებს გაგაცნობთ.მაშ ასე:

“ბანკნოტი" .ლიტვა.

image

ეს უცნაური ფასადის მქონე შენობა ლიტვის ქალაქ კაუნასის ერთ-ერთ რაიონშია და ამ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მოაგონებს მნახველებს, კერძოდ, 1000 ლიტიან კუპიურას. ფასადი შემთხვევით არ იქნა შერჩეული, ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და წარმატებული ეკონომიკის სიმბოლოა. 20-სართულიანი შენობა 2008 წელს დასრულდა.



“ატომი". ბელგია.

image

ეს უზარმაზარი ატომის ფორმის შენობა მთლიანად მეტალისგანაა აგებული.ის ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს და 1958 წელს გაიხსნა მეცნიერების წარმატების სიმბოლოდ.

დღესდღეობით შენობა გამოიყენება ძირითადად პრეზენტაციების მოსაწყობად, რომლებიც ტექნიკურ კვლევებს ეხება, თუმცა 102 მეტრი სიმაღლის მქონე შენობაში ასევე ნახავთ რესტორანსა და ბავშვების გასართობ ცენტრს.ეს უკანასკნელი ერთ-ერთ სფეროშია მოთავსებული და მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ პატარებთან ერთად ეწვიონ უჩვეულო შენობას.


მარინა ბეი სენდს.სინგაპური.

image

ეს შენობა ყველაზე ძვირადღირებულია მთელს მსოფლიოში, მისი ფასი 4.7 მილიარდი აშშ დოლარია.ეს გახლავთ მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამავე სახელწოდების ყურეზეა განთავსებული.

image

შენობაში თავმოყრილია სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, რესტორნები, კინოთეატრი და საგამოფენო დარბაზი.


კანზას სიტის ბიბლიოთეკა.აშშ.

image


კაზნაში სიტის დამთვალიერებლებს თვალში აუცილებლად მოხვდებათ ეს უჩვეულო ფორმის შენობა, რომლის ფასადი წიგნების უზარმაზარ მწკრივს ჰგავს და მათზე აღმოაჩენთ მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებების სათაურებსა და მწერლების სახელებს.

ამ შენობაში 2004 წლამდე ბანკი იყო განთავსებული, თუმცა შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკისათვის დათმობა გადაწყვიტეს და შესაბამისად, მისი ფასადიც შეიცვალა, მიიღო დღევანდელი სახე.


“სარეცხის მანქანა". მექსიკა.

image


მეხიკოს ერთ-ერთ თანამედროვე და ჭრელ რაიონში, სანტა ფე-ში, მდებარეობს შენობა, რომელსაც ადგილობრივები “სარეცხის მანქანას" უწოდებენ. შორიდან ის მართლაც წააგავს თანამედროვე სარეცხის მანქანას.

1997 წლამდე ეს ადგილი ნაგავსაყრელს წარმოადგენდა და არქიტექტორების ჯგუფმა გადაწყვიტა ქალაქის ეს ნაწილი უფრო მიმზიდველი გაეხადა.შენობის ფორმის იდეა ეკუთვნის ავგუსტინ ჰერნანდეს ნავაროს.


ასევე იხილეთ წინა სტატიები:

მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი ნაგებობები (+ფოტოები)


imageimage


მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით-ნაწილი II)



0
502
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0