საზოგადოება რუსების მიერ შექმნილ პეტიციას ხელს ქართველებიც აწერენ - რუსი მოქალაქეები პუტინს მიმართავენ 2019, 22 ივნისი, 18:28 რუსებმა პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, ვლადიმერ პუტინის სახელზე პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას თხოვენ.
![]() " საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა რუსი ტურისტებისთვის, ყოველთვის კარგად გვხდებიან და ავიამიმოსვლის აკრძალვით ხალხთაშორის ურთიერთობები არ უნდა გაფუჭდეს".რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო საშიში არ არის, ქართველების პროტესტი კი მათი საქმეა. ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად წავიდეს დასასვენებლად", - წერენ კომენტარებში პეტიციის ხელმომწერი რუსეთის მოქალაქეები.![]() პეტიციას რუსებთან ერთად ხელს ქართველებიც აწერენ. რამდენიმე საათში 5000-მდე ხელმოწერა შეროვდა.
![]() 294 1-ს მოსწონს
|