ქალი და მამაკაცი ჟურნალისტმა დონალდ ტრამპი გაუპატიურებაში დაადანაშაულა 2019, 22 ივნისი, 13:23 ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯინ კეროლმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ამის შესახებ წერს New York Magazine.
კეროლი საკუთარ წიგნში აღწერს 1995 წლის შემოდგომაზე ან 1996 წლის გაზაფხულზე მომხდარ ამბავს, რა დროსაც ჟურნალისტი დოლანდ ტრამპს ნიუ-იორკშიმ, მეხუთე ავენიუზე მდებარე სუპერმარკეტ Bergdorf Goodman-ში შეხვდა.
ქალი ამტკიცებს, რომ ტრამპმა იგი შეიტყუა ქალის თეთრეულის განყოფილებაში, იმ მიზეზით, თითქოს მეგობარი გოგოსთვის საჩუქრის შერჩევა უნდოდა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მან პოლიციაში არ იჩივლა, მომხდარი ფაქტის შესახებ მხოლოდ ორმა უახლოესმა მეგობარმა იცოდა, რომლებმაც ურჩიეს, რომ არ ეჩივლა, რადგან ტრამპს "200 ადვოკატი ჰყავს".
ფოტოზე:ჯინ კეროლი "მის ინდიანა"-1963 წელი
ქალმა ისიც აღნიშნა, რომ დღეისთვის მტკიცებულებები არ გააჩნია, საეჭვოა მაშინ მაღაზიაში ვიდეოკამერები ყოფილიყო, მართალაც, მაღაზიაში დაადასტურეს, რომ იმ დროის ვიდეოჩანაწერები არ გააჩნიათ.
აქამდე 20-მდე ქალმა დაანაშაულა ტრამპი სექსუალურ ძალადობაში, თუმცა არცერთი საქმე სასამართლომდე არ მივიდა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო კავშირი პორნოვარკსვლავ სტეფანი კლიფორდთან
91 5-ს მოსწონს
|