x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა დაადასტურა დონალდ ტრამპთან ინტიმური კავშირი
image


დონალდ ტრამპის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, როგორც გაირკვა ამერიკელ პორნოვარსკვლავს სტეფანი კლიფორდს(იგივე სტორმი დენიელსი) ჯერ კიდევ 2011 წელს მიუცია ინტერვიუ ჟურნალ InTouch Weekly-სთვის, სადაც მან დონალდ ტრამპთან ინტიმურ ურთიერთობაზე ისაუბრა.თუმცა მაშინ გამოცემამ დაბეჭვდისგან თავი შეიკავა.


პორნოვარსკვლავმა დაადასტურა, რომ 2006 წელს სექსი ჰქონდა დონალდ ტრამპთან Lake Tahoe -ს სასტუმროს ნომერში, სტეფანიას განცხადებით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ მილიარდერმა სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა და მასაც უარი არ უთქვამს. იმ დროს დონალდი უკვე დაქორწინებული იყო მელანიაზე და შვილი ბარონიც ოთხი თვის ჰყავდა.



"სიმართლე რომ გითხრათ მე თვითონაც არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, თუმცა როდესაც სექსით დავკავდით იმაზე ვფიქრობდი მას ფული არ შემოეთავაზებინა"-აღნიშნა სტეფანიმ.


სტეფანის თქმით, მან ტრამპი 2006 წლის ივლისში, გოლფის ტურნირზე გაიცნო."ერთმანეთთან წარდგენის შემდეგ ის კვლავ მიყურებდა, შემდეგ გოლფის სათამაშოდ წავედით, მოგვიანებით ბიზნეს-მაგნატი მოსასვენებელ დარბაზში დაბრუნდა სადაც ერთად გადავიღეთ ფოტოები, ამის შემდეგ ტელეფონის ნომერი თხოვა, მეც მივეცი"-იხსენებს სტეფანი.


image

როგორც სტეფანი აღნიშნავს, ტრამპთან ჩვეულებრივი "მამა-პაპური" სექსი ჰქონდა, "თითქოს სახელმძღვანელოს მიხედვით იყო. არაფერი განსაკუთრებული. ერთ პოზაში, ის, რასაც ამ ასაკის ადამიანისგან ელი.“


სტეფანის მტკიცებით, სასტუმროში შეხვედრის შემდეგ ტრამპი გამუდმებით ურეკავდა და კიდევ ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ Beverly Hills-ის სასტუმროებში . მილიარდელი პირდებოდა, რომ ერთ-ერთ ტელეშოუში გადაიღებდა და ფულითაც აავსებდა.


პორნოვარსკვლავმა ისიც აღნიშნა, რომ 2010 წლამდე დონალდი მასთან რეკვას მაინც განაგრძობდა და ხვდებოდა, თუმცა ძალზე იშვიათად.

image

0
129
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0