საზოგადოება მსოფლიო უნდა იცნობდეს ასეთ პირუტყვებს - ბრიტანეთში "პირუტყვის" ანუ პედოფილის ბრალდებით ერთი ოჯახის შვიდი წევრი დააკავეს 2019, 18 ივნისი, 10:59
სასამართლო პროცესები ბირმინგემის სამეფო სასამართლოში მიმდინარეობდა და მოსამართლემ სიძულვილით აღიარა, რომ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ამ მოცულობის არასოდეს გაუგონია: – " ეს არის ერთადერთი ყველაზე ცუდი შემთხვევა სისტემატური და საზარელი სექსუალური ძალადობის ფაქტები არასრულწლოვან ბავშვებზე, რომელიც კი მე ოდესმე მინახავს ან გამიგონია".როგორც გამოძიებამ დაადგინა, პირველად დანაშაული ანტონი პოტსმა 1989 წელს ჩაიდინა. მტკიცებულებათა მოძიებას კი სამი წელი დასჭირდა ამ "პირუტყვი" ოჯახის საბოლოო მხილებისთვის.გამოძიების პროცესში კი დაზარალებულთა რაოდენობა იზრდებოდა და ერთ - ერთმა დაზარალებულმა 49 წლის მოძალადის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა პროცესზე, რათა მას აღარ შეძლებოდა სხვა ადამიანების და ბავშვების გაუპატიურება და მათთვის ცხოვრების გაუკუღმართება. 1078 5-ს მოსწონს
|