სიახლეები ინდოეთში ათეულობით ბავშვი უცნაური ეპიდემიით დაიღუპა 2019, 14 ივნისი, 10:54 ათეულობით ბავშვი დაიღუპა აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ბიჰარში, თავის ტვინის ანთებით, როგორც გამოცემა The Hindu იუწყება, მუზაფარპურის ოლქში ბოლო ორ კვირაში დაიღუპა 43 ბავშვი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 1 ივნისიდან რაიონში დარეგისტრირებული იყო მწვავე ენცეპალიტის 117 შემთხვევა, ადგილობრივი ექიმების განცხადებით სიკვდილს იწვევს ჰიპოგლიკემია, რა დროსაც სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება. ივნისის დასაწყისიდან მწვავე ენცეპალიტის სინდრომით საავადმყოფოში 150-მდე ბავშვი დააწვინეს, რომელთა ძირითადი ასაკი 10 წლამდეა, ხოლო დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი ჰიპოგლიკემიაა. შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ლიჩით(ჩინური ქლიავი), რეგიონი ცნობილია ამ ხილის პლანტაციებით, რომლის მოსავალსაც მაის-ივნისის თვეში იღებენ. ჯერ კიდევ 2014 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარ კვლევებში ივარაუდეს, რომ ენცეპალიტი შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს ტოქსინებთან, რომელიც ჩინურ ქლიავში აღმოაჩინეს.სწორედ ამ წელს დაავადებამ 150 ბავშვი იმსხვერპლა და ყოველ წელს ბავშვთა დაავადება ლიჩის მოსავლის პერიოდს ემთხვევა. კვლევის ავტორების განცხადებით, პირდაპირი კავშირი არაა დამტკიცებული, თუმცა ენცეპალიტის ეპიდემია აზიის სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა სწორედ იმ დროს, როდესაც ლიჩის მოსავალს იღებდნენ, მათ შორის ჩრდილოეთ ვიეტნამის პროვინცია ბაკზიარში. ეს დაავადება მხოლოდ ბავშვებს ემართებათ, ამიტომ სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას, მკაცრად გააკონტროლონ არასრულწოვანების კვება. 75 4-ს მოსწონს
|