ისტორია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საბჭოთა ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა 2019, 3 ივნისი, 7:34 ფონდმა "ისტორიულმა მეხსიერებამ"(Историческая память)პირველად გამოაქვეყნა მესამე რეიხსა და სსრკ-ს შორის 1939 წელს დადებული თავდაუსხმელობის პაქტის საბჭოთა ორიგინალი, რომელიც ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელწოდებით. ფონდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აქამდე ისტორიკოსებს მხოლოდ გერმანული ვარიანტზე მიუწვდებოდათ ხელი, ახლა უკვე საბჭოთა ვარიანტიც ხელმისაწვდომია. ხელშეკრულება გამოქვეყნდება სამეცნიერო გამოცემაში "ანტიჰიტლერული კოალიცია 1939:წარუმატებლობის ფორმულა", სადაც მეცნიერები გაარჩევენ, რატომ არ დასრულდა წარმატებით ნაცისტურ ბლოკთან ბრძოლა. ფონდმა გამოაქვეყნა ხელშეკრულების საიდუმლო დოკუმენტიც, რომლის შინაარსიც აქამდეც ვიცოდით და იქ ახალი დამატებითი არაფერია:ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ინტერესთა სფეროს გადანაწილება, საბჭოთა კავშირს "ერგო" ბალტიიპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ბესარაბია-თანამედროვე უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიული ნაწილი. ამასთანავე ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და ნაცისტური გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომლიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. "ზიზღი და აღშფოთება იღვრება პოსტებიდან...უბრალოდ ერთი რამეა ჩემთვის ცოტა გაუგებარი"-რეზო რეხვიაშვილი
289 3-ს მოსწონს
|