x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზიზღი და აღშფოთება იღვრება პოსტებიდან...უბრალოდ ერთი რამეა ჩემთვის ცოტა გაუგებარი"-რეზო რეხვიაშვილი
imageმოქალაქე რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ტენდეციურ შერჩევით სამართალს აკრიტიკებს(, ანუ რაც ეპატიება ერთს არ ეპატიება მეორეს) და წერს:


„პოსტები წავიკითხე საბჭოთა ჯარისკაცების არაადამიანურ და სასტიკ ქმედებებზე გერმანიის აღებისას. კი, ეგრე იყო, НКВД-ს ჯარებს მოუწიათ ჩარევა მათ დასაშოშმინებლად.


ზიზღი და აღშფოთება იღვრება პოსტებიდან. ჩემთვის, საეროდ უდანაშაულო, მშვიდობიან და უიარაღო ხალხზე ვინც ხელს აწევს, არაკაცია. უბრალოდ ერთი რამეა ჩემთვის ცოტა გაუგებარი. მაჩალიკაშვილი, (ღმერთმა აცხონოს მისი შვილი) აგერ უკვე მეორე წელია ღიად, როგორც იტყვიან, მთელი დინგი-დუნიას დასანახად, ტერაქტებით იმუქრება, ჩვენი ქალაქის მშვენებას, რუსთაველის ქუჩას როცა უნდა გადაკეტავს, როცა უნდა კარვებს გაშლის და ადამიანურად მაინც ბევრი უთანაგრძნობს (მეც მათ შორის) და თვალს ხუჭავს მის საქციელზე.


ახლა წარმოიდგინეთ, მშვიდად მცხოვრებ რუს თუ სხვა ეროვნების კაცს, რომელსაც გერმანიიდან მოსულმა ხალხმა ოჯახი ამოუხოცა მთლიანად, სახლ-კარი გადაუბუგა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სახალხოდ ეშაფოტზე აყავდათ ყველა, ვისაც ოდნავი შეხება ქონდა საბჭოთა წყობასთან, ქალიან-კაციან და დიდიან-პატარიანად. შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში საბჭოთა არმიის სარდლობის (რამოდენიმეს გამოკლებით) მიზანტროპული ტაქტიკის წყალობით ყოველდღე ასეულობით თანამებრძოლის სიკვდილს თავის თვალით უყურებდა, იომა კაცურად და საბოლოოდ დამპყრობლის ტერიტორიამდე მიაღწია.


და რა, ფრაუ ბიტტე შოკოლადს ხომ არ მიირთმევთო ეთქვა?თქვენ ასე მოიქცეოდით, ვინც აღშფოთებას ვერ მალავს მათ მიმართ, ალბათ.


P.S. ამერიკელებმა ერთი პერლ-ჰარბორის გამო ატომური ბომბები დააყარეს იაპონელებს და ორი ცათაბრჟენის დანგრევის გამო სისხლის გუბეები დააყენეს ავღანეთიდან ლიბიამდე. თუმცა, დამავიწყდა, რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარსო, როგორც ანტიკურ ხანაში იტყოდნენ".

image

0
529
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0