x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
ოდიშის სამთავრო


ოდიშის სამთავრო დამოუკიდებელ ფეოდალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთაოს ბაზაზე მე-16 საუკუნეში და ოდიშის საერისთაოსგან განსხვავებით, დაიწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობა და აღარ აღიარებდა ბაგრატიონთა უზენაესობას და არ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფოს. 1557 წელს ლევან I-მა დადიანმა იმერეთის სამეფოსგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ასე რომ ოდიშის სამთავრომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსება 1557 წლიდან 1867 წლამდე, როდესაც ის საბოლოოდ იქნა გაუქმებული და რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული. ოდიშის სათავროს მართავდა ორი დიდებული ქართული საგვარეულო - დადიანები (ჯერ კიდევ 1185 წლიდან მოყოლებული, როდესაც ოდიში საერისთავო იყო და ბაგრატიონებს ემორჩილებოდა) და 1691 წლიდან ლიპარტიანები (იგივე ჩიქოვანები ანუ ჩიქვანები) ოდიშის სამთავროს არსებობის ბოლომდე - 1867 წლამდე. ლიპარტიანებმა მალევე დადიანის გვარი მიიღეს და მართვა დადიანის გვარით გააგრძელეს. მათს დინასტიას დადიანთა მეორე დინასტია ეწოდება. ვინაიდან ოდიშის სამთავროს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას მეგრელები შეადგენდნენ, ამიტომ მას მე-19 საუკუნიდან ასეც ეწოდება - სამეგრელოს სამთავრო.



სამეგრელოს მთავრები


1. ლევან I დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1533-1572 წლებში.


ლევან I დადიანი - სამეგრელოს მთავარი



2. გიორგი III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1572-1582 წლებში.


გიორგი III დადიანი - სამეგრელოს მთავარი


3. მამია IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1582-1590 წლებში.


მამია IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი


4. მანუჩარ I დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1590-1611 წლებში.


მანუჩარ I დადიანი - სამეგრელოს მთავარი


5. ლევან II დიდი დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1611-1657 წლებში.


ლევან II დიდი დადიანი - სამეგრელოს მთავარილევან II დადიანი - სამეგრელოს მთავარი. კასტელის ნახატილევან II დადიანი - სამეგრელოს მთავარი. კასტელის ნახატი

6. ლიპარიტ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1657-1658 წლებში.


ლიპარიტ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი


7. ვამეყ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1658-1661 წლებში.


ვამეყ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი. კასტელის ნახატი

ვამეყ III დადიანი - სამეგრელოს მთავარი. კასტელის ნახატი


8. ლევან III დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1661-1680 წლებში.


ლევან III დადიანი - სამეგრელოს მთავარი


9. ლევან IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1680-1691 წლებში.


ლევან IV დადიანი - სამეგრელოს მთავარი


10. გიორგი IV ლიპარტიანი - სამეგრელოს მთავარი 1691-1704 წლებში.


გიორგი IV ლიპარტიანი - სამეგრელოს მთავარი


11. კაცია I დადიანი - ძე გიორგი IV ლიპარტიანისა. სამეგრელოს მთავარი 1704-1710 წლებში.


კაცია I დადიანი - სამეგრელოს მთავარი


12. გიორგი IV ლიპარტიანი - ხელახლა გახდა სამეგრელოს მთავარი და დარჩა ხელისუფლებაში 1710-1715 წლებში.


13. ბეჟან დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1715-1728 წლებში.


ბეჟან დადიანი - სამეგრელოს მთავარი


14. ოტია დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1728-1758 წლებში.


ოტია დადიანი - სამეგრელოს მთავარი


15. კაცია II დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1758-1788 წლებში.


კაცია II დადიანი - სამეგრელოს მთავარი


16. გრიგოლ დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1788-1792 წლებში.


გრიგოლ დადიანი - სამეგრელოს მთავარი


17. მანუჩარ II დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1792-1795 წლებში.


მანუჩარ II დადიანი - სამეგრელოს მთავარი


18. გრიგოლ დადიანი - მეორედ ხდება სამეგრელოს მთავარი 1795-1802 წლებში.


19. ტარიელ დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1802-1803 წლებში.


ტარიელ დადიანი - სამეგრელოს მთავარი


20. გრიგოლ დადიანი - მესამედ ხდება სამეგრელოს მთავარი 1803-1804 წლებში.


21. ლევან V დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1804-1840 წლებში.


ლევან V დადიანი - სამეგრელოს მთავარი


22. დავით დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1840-1853 წლებში.


დავით დადიანი - სამეგრელოს მთავარი


23. ნიკო დადიანი - სამეგრელოს მთავარი 1853-1857 წლებში.


ნიკო დადიანი - სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი








სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკას სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო

14. თბილისის საამირო

15. ქართველთა სამეფო

16. სამცხე-საათაბაგო

17. იმერეთის სამეფო

18. ქართლის სამეფო

19. სვანეთის სამთავრო

20. გურიის სამთავრო

21. აფხაზეთის სამთავრო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
664
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0