x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც იდეალური მეუღლის როლისთვის არ გამოგადგებათ

image

ყველა ქალი თავისებურად უნიკალურია. მშვენიერი სქესის თოთოეული წარმომადგენლის გეგმები და სურვილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ზოგიერთ მათგანს დიდი და მეგობრული ოჯახის ყოლა სურს, ზოგს კი იდეალური კარიერის აწყობა და დამოუკიდებელი ქალის სტატუსი ხიბლავს. როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, თორმეტ ზოდიაქოს ნიშანს შორის, ისეთი ქალბატონებიც არიან, რომელთაც მეუღლისა და დედის ამპლუაში საკუთარი თავის წარმოდგენა უჭირთ, უფრო სწორად, წარმოდგენა კი არ უჭირთ, უბრალოდ საკუთარ თავს ამ "უჩვეულო" სტატუსში ვერ ხედავენ, და მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ისინი?


image

მორიელი


დიახ, ისინი იდეალური დიასახლისები არიან! მათ სახლში ყოველთვის სისუფთავე და წესრიგი სუფევს, ხოლო ქურაზე ყოველთვის რამდენიმე სახეობის გემრიელი კერძია, თუმცა ამ ზოდიაქოს ნიშანს ერთი უარყოფითი თვისება აქვს, მორიელ ქალბატონს საკუთარ მეუღლზე ყოველთვის დომინირება სურს, ამიტომ ოჯახში ყველაფერი სწორედ ისე უნდა იყოს, როგორც "მთავარი" მორიელი ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები პარტნიორ მამაკაცებზე უფრო მეტს გამოიმუშავებენ და კარიერაშიც ბევრად უფრო წარმატებულები არიან, ასე რომ გაითვალისწინეთ, ამ ნიშანთან თანაცხოვრება არც თუ ისე იოლია.


image

თევზები


თევზები ურთიერთობის დაწყებით ეტაპზე წარმოუდგენლად რომანტიკულები და ნაზები არიან, ისინი მთელი თავისი არსებით ცდილობენ გარშემომყოფები საკუთარი მეუღლის რაინდული თვისებების უპირატესობაში დაარწმუნონ, რომლისგანაც ისინი ყოველთვის დახმარებასა და სითბოს იღებენ, თუმცა დროთა განმავლობაში, თევზი ქალბატონი საკმაოდ უხეში და თავხედი ხდება, შესაბამისად, საკუთარი მეუღლის სიამაყეს ის ნაწილობრივ ლახავს კიდეც, ამას კი მამაკაცები როგორც წესი, ვერ ეგუებიან, ვინაიდან ისინი "მეორე ნახევრისგან ყოველთვის "დედობრივ" მზრუნველობას და მოფერებას ელიან.

image

ლომი


ლომი ქალბატონი ნებისმიერი თავყრილობის ცენტრია. მათ გარშემომყოფების დაინტერესება, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა და ყველა სიტუაციაში გამარჯვების მოპოვება ყოველგვრი სირთულის გარეშე შეუძლიათ, რომელსაც ნაწილობრივ, საიდუმლო ხრიკებითა და საკუთარი შარმის წყალობით აღწევენ, რაც შეეხება დიასახლისობას, აქ უკვე ლომი ქალბატონი საკუთარ პოზიციებს თმობს. ყოველდღიურობა - ეს ლომის ძლიერი მხარე არ არის. ზოგიერთი მეუღლე პარტნიორის მდგომარეობაში შედის და საოჯახო საქმეების გასაკეთებლად ან დამხმარე ადამიანს ქირაობს ან ოჯახში აუცილებელ სამუშაოს თავად ასრულებს. თუმცა, არსებობენ ისეთი გამონაკლისი მამაკაცებიც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა საოჯახო საქმეს სწორედ მეუღლე უძღვებოდეს. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონს ოჯახური თანაცხოვრება არც თუ ისე მარტივად გამოსდის.

image



0
674
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
674