x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 შემთხვევა, როცა ურთიერთობაში სჯობს რომ იცრუოთ
image


როგორც ცნობილია, მტკიცე ურთიერთობები ნდობისა და გულწრფელობის ზღვარზე გადის, თუმცა ხანდახან სიმართლეს იმაზე მეტი ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე სიცრუეს - "გადარჩენის" მიზნით თქმულს. ამბობენ რომ შეყვარებულ წყვილს შორის, არანაირი საიდუმლო არ უნდა იყოს. თუმცა, როგორც ცხოვრება აჩვენებს არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა უკეთესია რაღაც დავმალოთ ან "ცოტათი" ვიცრუოთ, რათა ურთიერთობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ. მოდით, განვიხილოთ ის ხუთი ძირითადი შემთხვევა, როცა სიმართლის თქმას სიცრუე სჯობს.


1. როცა პარტნიორს აინტერესებს, გიყვარდათ თუ არა ოდესმე ვინმე მასზე ძალიან


image


არასდროს, არასდროს ესაუბროთ თქვენს მეორე ნახევარს გრძნობებზე, რომელიც ყოფილ შეყვარებულთან გაკავშირებდათ. სულ არ არის საჭირო რომ მან თქვენი ბობოქარი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ყოველი დეტალი ან ნიუანსი იცოდეს. გახსოვდეთ, ამ "ცოდნით" შვება არავის მიეცემა, ხოლო უსიამოვნო "ინფორმაციის ნაკადმა" მის თვითშეფასებაზე შეიძლება არც თუ სასიკეთოდ იმოქმედოს, ვინაიდან ყველა ხელსაყრელ სიტუაციაში იცოდეთ, რომ ის თავს სწორედ თქვენს ყოფილ პარტნიორს შეადარებს.


2. თუ გადაწყვიტეთ იმ "ტოქსიკური" ურთიერთობის დასრულება, რომელიც გკლავთ.


image


თუკი გამბედაობა მოიკრიბეთ და ერთხელდა სამუდამოდ ამ მტანჯველი ურთიერთობისგან გათავისუფლება გადაწყვიტეთ, უმჯობესი იქნება თუ ამას "უხმაუროთ" გააკეთებთ. ნუ აჩქარდებით, პარტნიორს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ დაუყონებლივ აცნობოთ. პირველ რიგში, მასზე იფიქრეთ, მიეცით მას საჭირო დრო თავად გააცნობიეროს ყველაფერი.. გახსოვდეთ, როცა უკან დასახევი გზისთვის ემზადებით, უმჯობესი იქნება თუ ყველაფერს საიდუმლოდ შეინახავთ, ეს არის ტყუილი გადარჩენისთვის და თქვენი ამოცანა - აგრესორის ყურადღების განეიტრალებაა.


3. თუ მისთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებთ


image


თუ თქვენი მეორე ნახევრისთვის სიურპრიზის გაკეთებას გეგმავთ, ტყუილის გარეშე სავარაუდოდ არაფერი გამოვა. რაოდენ უცნაურიც არ უდა იყოს, პარტნიორს სწორედ ამ დროს გაასმაგებულად ყველა არსებული ექსტრასენსორული უნარი უმძაფრდება, ამიტომ რაც შეიძლება მეტი იმპროვიზაცია და სამსახიობო ნიჭის მობილიზება არ გაწყენდათ. იცრუეთ, იცრუეთ სინდისის ქენჯნის გარეშე, როცა თქვენი სიურპრიზი ადრესატამდე წარმატებით მიაღწევს, მერწმუნეთ, თქვენი მეორე ნახევარი ასეთ კონსპირაციას აუცილებლად დაგიფასებთ.


4. თუ სიმართლე მის თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება.



image


თუკი თქვენს პარტნიორს რაღაც არ გამოსდის, არ ღირს ამ თემაზე აქცენტის გაკეთება, უკეთესი იქნება თუ მას საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმრებით. თუ თქვენი მეორე ნახევრის შეცდომებსა და წარუმატებლობაზე გამუდმებით ისაუბრებთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთ დღესაც მას ყველაფრის გაკეთების ხალისი დაეკარგება.


5. თუ გსურთ მას სხვა ადამიანის საიდუმლო გაანდოთ.


image


როგორც არ უნდა ენდობოდეთ თქვენს პარტნიორს, არ ღირს თქვენი ნაცნობის, მეგობრის ან თუნდაც კოლეგის მიერ განდობილი საიდუმლო მასაც გაუზიაროთ, გახსოვდეთ, მათთვის მიცემული პირობა და საკუთარი სიტყვა პირნათლად შეასრულეთ.



0
426
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
426