x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯეიმს ლასტი-"მარტოხელა მწყემსის" ავტორს 90 წელი შეუსრულდებოდა
image

1929 წლის 17 აპრილს ბრემენში დაიბადა გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი და დირიჟორი ჯეიმს ლასტი.



ჯეიმს ლასტის პირველი საჯარო გამოსვლა მოხდა 1946 წელს Hans-Günther Österreich’s Radio Bremen Dance Orchestra-ს შემადგენლობასი, ორი წლის შემდეგ ლასტი ქმნის ჯგუფ Last-Becker Ensemble., რა დროსაც1950-1952 წლებში ჯეიმს ლასტი აღიარეს წლის საუკეთესო ბასისტად.


1964 წელს ლასტი ქმნის საკუთარ ორკესტრს, მისი პირველივე ალბომი "Non-Stop Dancing»(1965) უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად, მას შემდეგ გამოდის "Non-Stop Dancing-ის სერიები.


ლასტის ხელმძღვანელობით გამოიცა 190-ზე მეტი დისკი, რომელთა მთლიანი ტირაჟმა 100 მილიონს გადააჭარბა, აქედან 37 ალბომი გახდა "ოქროსი" ხოლო 18-"პლატინის".

image

ჯეიმს ლასტის ალბომი This Is James Last გახდა ბესტელერი დიდ ბრიტანეთში, რომელიც 48 კვირის განმავლობაში იყო ჩარტებში.მთლიანად დიდ ბრიტანეთში 1967 წლიდან 1968 წლამდე 52 ალბომი და საკონცერტო გამოსვლა მოხვდა ჰიტ-აღლუმებში, რითაც ჯეიმს ლასტს მხოლოდ ელვის პრესლიმ გადაასწრო.განასკუთრებით პოპულარული გახდა კომპოზიცია Games That Lovers Play.


შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა სინგლმა "The Seduction" 1980 წელს, რომელმაც Billboard Hot 100-ში #22 ადგილი დაიკავა.


საკუთარი კომპოზიციების გარდა ლასტი ცნობილი კომპოზიციებს აორკესტრებდა, რომელიც კლასიკის და ჯაზის გარდა აბსოლუტურად ყველა სტილს მოიცავდა-ტრადიციული, ხალხური მუსიკით დაწყებული, ალტერნატიულ როკით, სოულით და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული.

ჯეიმს ლასტი პოპულარული იყო თითქმის მთელს მსოფლიოში, მათ შორის იაპონიაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში, მაგალითად ლონდონის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში- "როიალ ალბერტ ჰოლში" ჯეიმს ლასტის ორკესტრმა 90-ჯერ გამართა კონცერტი, რითაც ამ მხრივ ლასტს მხოლოდ ერიკ კლაპტონმა გადაასწრო.

image

რა თქმა უნდა ლასტის ორკესტრი პოპულარული იყო საკუთარ სამშობლოშიც, სადაც ის გახდა"არქეტიპული საუნდტრეკი ნებისმიერ გერმანულ წვეულებაზე".


მაინც ყველაზე დიდი პოპულარობა ჯემს ლასტს მოუტანა კომპოზიციამ "Der einsame Hirte»(მარტოხელა მწყემსი), რომელიც 1977 წელს ჩაწერა რუმინელ მუსიკოსთან გიორგი ზემფირთან ერთად, ამ კომპოზიციის პოპულარობის ახალი ტალღა მას შემდეგ წამოვიდა, როდესაც ეს კომპოზიცია საუნდრეკად დაედო კვენტინ ტარანტინოს ცნობილ ფილმს "მოკალი ბილი"(2003 წელი)

ჯეიმს ლასტი გარდაიცვალა 2015 წლის 9 ივნისს ფლორიდაში(აშშ) ოჯახის წევრების გარემოცვაში 86 წლის ასაკში, დაკრძალულია ჰამბურგში ოლსდორფის სასაფლაოზე.



ჯეიმს ლასტის ორკესტრი 1972 წელს თბილისს სტუმრობდა.


2
115
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
2019, 18 აპრილი, 13:03
მაგარი ადამიანი
2019, 17 აპრილი, 22:47
ძალიან მიყვარს ეს მელოდია. თიტქმის ყოველ საღამოს ვუსმენ, განსაკუთრებით ლეო როჟასის შესრულებით მომწონს .
0 1 2