x
image
lady.ge
ერთგულების უნარი და ზოდიაქო (ნაწილი პირველი)
imageკონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათის თავისებურებას განაპირობებს, მათ შორის სიყვარულის და ერთგულების უნარსაც.თუმცა დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ ეს სტატია ნახევრად ხუმრობით იწერება და მიზნად არ ისახავს რომელიმე კონკრეტული ნიშნის დისკრიმინაციას. უბრალოდ წავიკითხოთ და გავხალისდეთ, პატარ-პატარა ნიუანსები კი შეგვიძლია გავითვალისწინოთ კიდეც, რა იცი რა ხდება?


ამჯერად საუბარი მამაკაცებზე გვექნება, მომდევნო სტატიებში კი ქალბატონებზეც წავიჭირავებთ ..


დავიწყოთ ვერძით-ვერძი კაცი, იმპულსური, ფეთქებადი, ძალზე მომხიბვლელი და სექსუალურია, ამიტომ სუსტი სქესის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას ისინი ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა მიუხედავად ამისა, საკუთარი იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, შეყვარებული ვერძი უზომოდ ერთგულია თავისი გულისსწორის მიმართ. მანამ სანამ ეს უკანასკნელი საჭირო სიმაღლეზე დგას.


აი თუ ვინმეს შეგვიძლია ერთგულების დარგში ძეგლი დავუდგათ, ეს აუცილებლად კურო იქნება. კურო მამაკაცები, ხასიათის სტაბილურობით და სიჯიუტით გამოირჩევიან, კუროს ძნელად უყვარდება, მაგრამ გადაყვარება კიდევ უფრო ძნელად გამოსდის. ამიტომ ერთგულების ამბავშიც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თუ კურომ თქვენზე არჩევანი შეაჩერა, "ფესვების გადგმამდე" გიერთგულებთ.




ტყუპი კაცი და ერთგულების მცნება კი ცოტა არ იყოს ვერ "მეგობრობენ" ერთმანეთთან. რაღა თქმა უნდა ეხლა მოღალატეს ზოდიაქოს ყველა ამ ნიშნის წარმომადგენელ მამრს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ სტაბილურობა რომ მათთვის "უცხო ხილია" ესეც ფაქტია. მას უბრალოდ მალე ბეზრდება ჩვეული გარემო, ნივთები, ადამიანები.. ჰოდა რა ქნას კაცმა, მოწყენილობით მოკვდეს?


რიგით მეორე კანდიდატი, "ფესვების გადგმამდე ერთგულების" საკითხში, საპატიო ძეგლის დასადგამად, უადოდ არის კირჩხიბი მამაკაცი. კიბო ბუნებით მესაკუთრე და ეჭვიანია, ამიტომ ქალი რომელიც მას უყვარს მისი "საკუთრებაა", შესაბამისად წინააღმდეგი არაა, თავადაც იყოს ამ უკანასკნელის "საკუთრება" და მის გრძნობებს უზომო ერთგულებით უპასუხოს.

image

რაც შეეხება ლომს და მასთან დაკავშირებულ ერთგულების უნარს, ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი დამოკიდებულია ქალზე და მხოლოდ და მხოლოდ ქალზე. თუ თქვენ მზად ხართ მის გარშემო "ტანკლი-ტუნკლის" ძახილით ირბინოთ, მუდამ აღფრთოვანებული სახით უსმინოთ მის დაუსრულებელ "საგმირო საქმეებს" და შიგადაშიგ არც ირიბი კომპლიმენტების თქმა დაიზაროთ, ცხოველთა მეფე ნამდვილად იქნება თქვენი ერთგული.



ე.წ "მოწოდებით ერთგულთა" რიცხვს განეკუთვნებიან ასევე ქალწული მამაკაცები. თუმცა ქალწული იმდენად დიდხანს და გულდასმით არჩევს, თუ ვის ეკონტაქტოს და ზოგადად ვისზე დახარჯოს საკუთარი ძვირფასი დრო და ენერგია, რომ თუ თქვენ ამ "გაცხრილვას" წარმატებით გაუძლებთ, დარწმუნებული იყავით იგი თქვენი ერთგული იქნება კუბოს კარამდე.




მომდევნო სტატიაში მომდევნო ექვსეულს განვიხილავთ

9
5436
14-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
5436
  
2013, 19 აპრილი, 12:26
მეორე ნაწილს როდის დადებთ ?
2012, 29 დეკემბერი, 22:44
likeeeee
2012, 27 ნოემბერი, 16:01
გამარჯობა: ) თუ შეიძლება რომ იგივე ქალებზეც დაწეროთ
2012, 30 ოქტომბერი, 15:34
და მერწყულზეც
2012, 30 ოქტომბერი, 15:34
სადაა ეს მომდევნო ექვსეულიი ?აუ რაარის რააა. რამდენი სტატია ვბნახე და ჰაერის სტიქიებზე და კერძოდ სასწორზე არაფერი არ წერია რააა=(( რა დავაშავე???? მეეეე =(((((((((((((((((
2012, 30 ივლისი, 18:05
დავგუგლე და ვერ ვნახე თავად განმიმარტე :) გულისწორი ხო სიტყვა უკაცრავად მადამ :)
2012, 30 ივლისი, 17:00
დაგუგლე და ნახავ რა სიტყვაცაა (ფრაზა არა!)
2012, 30 ივლისი, 14:35
ერთგული ვარ ეგ ემთხვევა დანარჩენი ისე რაა, მე ნაბოდიალევად მიმაჩნია ეს ზოდიაქოს ნიშნები.
2012, 30 ივლისი, 14:33
გულისსწორის? ეს რაა ფრაზა განმიმარტეთ თუ შეიძლება.
0 1 9