კინო ანჯელინა ჯოლის 80 წლის მამა ქალიშვილზე და შვილიშვილებზე საუბრობს ( + ფოტოები და ვიდეო ) 2019, 30 მარტი, 13:15 ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის, რომელიც წლების მანძილზე არ ელაპარაკებოდა საკუთარ მამას 80 წლის ჯონ ვოიტს, ახლა ურთიერთობა აღსდგა მამა - შვილს შორის და ის ჟურნალისტებს ამის შესახებ ესაუბრება სიახლეებს ქალიშვილზე და მის ექვს შვილიშვილზე, რომელთაც ყოველკვირეულად ესაუბრება და ხვდება ნიუ - იორკში. ცოტა ხნის წინ ებრაული ფასეულობების საერთაშორისო ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ ქალაქ ხალაში, სადაც დაინტერესებულ პრესას ესაუბრა ჯონ ვოიტი. - " უბრალოდ გასაოცარია, რომ ახალგაზრდები ვერ ხვდებიან რამდენად მოკლეა ცხოვრება და როგორ უბრალოდ კარგავენ ძვირფას დროს.როდესაც ისინი ბავშვები არიან, ფიქრობენ, რომ სიცოცხლე უსასრულოა და წინ მთელი საუკუნეა, მაგრამ ისინი ყოველთვის შეშფოთებულნი არიან მომდევნო ზრდასრულ ასაკში." - განაცხადა ჯონ ვოიტმა.რაც შეეხება ანჯელინას და მის შვილებს, ბავშვები უკვე დაიზარდნენ, მედოქსი 17 წლისაა, რომელიც კამბოჯის ბავშვთა სახლიდან 2002 წელს გამოიყვანა ვარსკვლავმა, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ მსახიობ ბილი ბობ ტორნტონის ცოლი იყო.( ცნობისათვის მსახიობმა მედოქსზე აბსოლუტური ერთპიროვნული მეურვეობა მიითო, რადგან ქმარს მალევე გაშორდა ), 2005 წელს აიყვანა ახლა უკვე 14 წლის ზაჰარა ეთიოპიიდან, ეს სწორედ იმ დროს, როცა ენჯი ბრედ პიტს დაუახლოვდა. წყვილი მოგვიანებით ანუ 2007 წელს ვიეტნამში მესამე შვილის პაქსის მშობლები გახდნენ.იმავე წელს მსახიობმა შაილო გააჩინა და მისი ბიოლოგიური დედა გახდა, მოგვიანებით კი 2009 წელს ტყუპების მშობლები გახდნენ ბრედი და ანჯელინა - 10 წლის კნოქსი და ვივიენი. 144 3-ს მოსწონს 1-ს არა
|