სექსზე საუბარი ყოველთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა. სექსთან დაკავშირებული ბევრი სიტყვა გამოიყენება ცუდი და შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით. გასაკვირი არ იქნება, თუ დიკომფორტს შეგიქმნით ამ სიტყვების გახსენება სქესობრივი აქტის დროს.
არსებობს კიდევ სამედიცინო ტერმინები, რომლებიც ნაკლებად მიმზიდველია და ნაკლებად რომანტიულია. სქესობრივ თანაცხოვრებას კი ასეთი ოფიციალურობა სულაც არ უხდება. ამის გამო, ბევრი წყვილი ქმნის საკუთარ ლექსიკონს, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ეს, საიდუმლო ენა, უფრო საინტერესოს ხდის სქესობრივ თანაცხოვრებას. ეს ენა მხოლოდ თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა იცით და ქრება დისკომფორტი სექსუალური ურთიერთობებისას.
სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ გამრავლებისთვის არაა საჭირო, იგი ხელს უწყობს გულ-სისძარღვთა მუშაობას და კალორიების დაწვის
საუკეთესო საშუალება. (ნუ ამას ისე ნუ გაიგებთ, რომ ყველამ მხოლოდ ამით გადაწყვიტოს წონაში დაკლება) საყვარელ ადამიანთან სექსი ყველაზე საიამოვნო რამაა ამქვეყნად. იგი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა და თუ პარტნიორს არ იცნობ, არ იცი მისი სურვილები, მისი გრძნობები, შეუძლებელია სრულყოფილი სქესობრივი თანაცხოვრება. ამიტომაა ხშირი ღალატის შემთხვევები. ორივე პარტნიორი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ფიქრობს და იმიტომ ინგრევა ოჯახები. ამიტომ აუცილებელიც კია სექსის ენაზე საუბარი. უნდა შექმნა პარტნიორთან საკუთარი ენა. მისი გამოხედვიდან და პატარა მინიშნებიდან უნდა ხვდებოდე, რა სურს მას იმ მომენტში და ეს მხოლოდ სექსს არ ეხება. ეს, ჩემი აზრით, ბედნიერების ფორმულაა. უნდა იცნობდე შენს საყვარელ ადამიანს ისე, რომ მისი ყოველი ქცევიდან ხვდებოდე თუ რა სურს მას, ქმარი იქნება ეს, ცოლი თუ შვილი.