x
image
cxvedo
სამადლობელი

imageმოგესალმებით ყველას. წინა კვირას დავდე ფოტო, რომელზეც ჩემი ანგარიში იყო გადაღებული, 20 ლარი და 1 თეთრი. ფოტოს კომენტარებში იყო თხოვნა, რომ გამომექვეყნებინა როცა ავიღებდი თანხას. მეც მეორე დღესვე დავამოწმე ანგარიში და საღამოს უკვე თანხაზე გავაკეთე მოთხოვნა. როგორც ყველასთვის ცნობილია, ანგარიშის დამოწმების შემდეგ, ნებისმიერ დროს, შეგიძლია თანხა მოითხოვო და უახლოეს ოთხშაბათს ჩაგერიცხება მითითებულ ანგარიშზე. ანუ, თუ მოთხოვნას გააკეთებთ სამშაბათს, მეორე დღესვე ჩაგერიცხებათ დღის 12 საათამდე და თუ მოთხოვნას გააკეთებთ ხუთშაბათს, თანხა ჩაგერიცხებათ მომავალი კვირის ოთხშაბათს. მეც ვუცადე დღევანდელ დღეს და ახლა, სახლში მომავალმა შევამოწმე ანგარიში. დამხვდა ჩემი პირველი ანაზღაურება ინტერმედიასაგან, რის გამოც მადლობას ვუხდი, პირველ რიგში, ინტერმედიას ადმინისტრაციას და თქვენ, ინტერმედიას მომხმარებლებს. ბევრი ვიცი, რომელიც "დისლაიქებით" აჭრელებს სიახლეებს, ბევრიც გასაჩივრების და დაბლოკვის მეტს არაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ყველას, რადგან რაც მეტია კრიტიკა, მით უფრო მეტად იხვეწება დადებული მასალების ხარისხი. ამდენი კრიტიკოსი რომ არ იყოს, არც მომხმარებელი არ მიაქცევდა ყურადღებას იმ პატარ-პატარა დარღვევებს, რომლებიც ყველას მოგვდის შეგნებულად თუ უნებლიეთ. შესაბამისად ნახვებიც არ ექნებოდა სიახლეებს, რადგან ბევრ სიახლეს იმის გამო ნახულობენ, რომ რამე დასაბლოკი იპოვონ. უერთმანეთოდ ეს საიტიც არ იქნებოდა და ვერც ვერავინ იშოვიდა რამეს. ასე რომ... დავეხმაროთ ერთმანეთს და შესაბამისად საკუთარ თავსაც. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია, მაგრამ შეეცადეთ, უსაფუძვლოდ ნურავის სიახლეს ნუ დაბლოკავთ. ნუ დაბლოკავთ ერთი და იმავე დასაწყისის მქონე ვიდეოებსაც, დააკვირდით კარგად, შეიძლება ის ვიდეო 1 წუთი, ხოლო მეორე 10 წუთი გრძელდებოდეს და უბრალოდ დასაწყისი ჰქონდეთ ერთნაირი. ნურც სხვადასხვა ზომის ფოტოების დაბლოკვას მოინდომებთ, რადგან ამით საკუთარ რეიტინგს მიაყენებთ ზიანს. იყავით დაკვირვებულები და გასაჩივრებამდე დაფიქრდით, მართლა იმსახურებს ის სიახლე დაბლოკვას თუ არა. მეეჭვება ვინმე ისეთი იყოს ამ საიტზე, რომელსაც სწორი შენიშვნა ეწყინება. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის სასარგებლოა. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

37
199
32-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
199
  
2013, 11 მაისი, 0:52
მგონი ასეთი სახის სტატია ჯერ არავის არ დაუწერია ამ საიტზე :) საყვერურები და ასეთები კი იცოცხლე. წარმატებები ცხვედიკ :*
2012, 9 ივლისი, 21:04
:D მაგას ჩივი? ჩემს ფოტოებში დევს "დაბლოკილი მასალა" ასე ქვია და ნახე რის გამო დამიბლოკეს სტატია :D
2012, 9 ივლისი, 21:02
თავიდან ვიდრე გავერკვევოდი რა ხდებოდა აქ სტატია დავდე ისე უბრალოდ და მეგონა არაფერი არ მქონდა შეცდომა თურმე ნუ იტყვი და სავსე ყოფილა"კეთილისმსურველმაც" არ დააყოვნა და ორ წამში დაიბლოკა :D
2012, 9 ივლისი, 20:59
გაიხარეთ ყველამ კეთილი სურვილებისათვის და ერთი 1000-ად დაგბრუნებოდეთ
2012, 9 ივლისი, 20:58
ყოჩაღ წარმატებები ყველას შენი თამადობით
2012, 7 ივლისი, 19:31
ბანკეტი კარგი აზრია
2012, 1 ივლისი, 19:59
გერმანიის დედავატირე მე :D
2012, 1 ივლისი, 18:33
:D ხო და თან რო წააგე ხო?:D
2012, 1 ივლისი, 1:50
ბიჭო ისიც დაწერე ეგ 20 ლარი მე რო მომეცი და ესპანეთი გერმანიის გასვლა რო დავდე :)))))
2012, 29 ივნისი, 20:03
გაიხარეთ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10