საზოგადოება ნამდვილი ამბავი 28.07.2012 2012, 28 ივლისი, 17:37 მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამჯერად ერთ უცნაურ და სასაცილო ამბავს მოგიყვებით, ნუ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სულ რამდენიმე წუთის წინ მოვედი სახლში და თავისუფლების მოედანზე ერთ ასეთ ამბავს შევესწარი. ეს ამბავი დღევანდელ დღეს გაბედნიერებულ წყვილებს ეხებათ.
მოკლედ ასე: მეგობარს დავურეკე და ჩურჩულით მიპასუხა, ცოტა ხანში გადმოგირეკავ, ჯვრისწერას ვესწრებიო. გამიკვირდა, რადგან ვიცი ჩვენი ახლობელი არავინ ქორწინდებოდა. ცოტა ხანში შეტყობინება მივირე, რომ სამების ტაძარში ყოფილა ჯვრისწერა, შემთხვევით შესწრებია და დარჩენილა ჯვრისწერაზე. დამეთანხმებით მართლა ამაღელვებელი და ლამაზი სანახავია ცხოვრების ეს ეპიზოდი.
არ გასულა დიდი ხანი და მაყრიონის მანქანები თავისუფლების მოედანზე გამოჩნდნენ. ანთებული სინათლეებით და საყვირის ხმით გაგვიარა რამდენიმე მანქანამ, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ცოტა ხანში მეორე საქორწილო კოლონა გამოჩნდა. წინ გადამღები მოდიოდა და მანქანიდან იღებდა, ხოლო უკან ნეფე-დედოფლის მანქანა მოჰყვებოდა, რომლის ზედა სარკმლიდანაც დედოფალი ხელს უქნევდა გამვლელებს. თითქოს ცდილობდა თავისი ბედნიერება ყველასთვის გაეზიარბინა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ამბების ნახვისას ყოველთვის მიჩნდება სურვილი მეც ასეთი ბედნიერი ვიყო, როგორიც იმ წამს ისინი იყვნენ. დედოფალიც თითქოს ამას ცდილობდა, მაგრამ მაინცდამაინც არ გამოუვიდა. იქვე მდგარმა საკმაოდ ასაკიანმა კაცებმა მოურიდებლად დაიძახეს: "რა გიხარია ქალო, ამაღამ არ გაგცდება!" ცოტა არ იყოს და არ მოველოდი მე ასეთ კომენტარს. მეგონა ვინმე ბედნიერებას უსურვებდა, ან იმას იტყოდნენ რა ლამაზები არიანო და უცებ ამის მოსმენამ ისე იმოქმედა, მივბრუნდი და ვუთხარი: "გული ნუ გწყდება, შენი გვარის გასათხოვრებსაც არ გაცდებათ!"
ვერავინ ვერ მითხრა ვერაფერი, მაგრამ ვგრძნობდი, ყველა მხრიდან მე როგორ დამიწყეს ყურება. მერე იტყვიან ასეთი თაობა მოდის და ისეთიო. ისევ ახალგაზრდებს დააბრალებენ ყველაფერს. ერთი სტალინის სიკვდილს ვერ გვაბრალებენ, თორე სხვას მგონი ყველაფერს ჩვენს კისერზე ტვირთავენ.
2907 25-ს მოსწონს 1-ს არა
|