x
image
cxvedo
მოწყალების თხოვნა თუ ერთგვარი პროფესია
imageმე ვაპირებ ახლა მოგიყვეთ "მოწყალების მთხოვნელებთან" დაკავშირებით მომხდარი რამდენიმე ისტორიის მოყოლას, რომელიც პირადად მე გადამხდა თავს. ამ ფოტოზე აშკარად ჩანს დახმარების და მადლიერების ამსახველი კადრები. ვთვლი, რომ ეს კაცი იმსახურებს დახმარებას და არა ისინი, რომლებიც მრავლად გვხვდებიან უკვე ჩვენს ქალაქში.


ერთ მშვენიერ დღეს მეტროში ვიყავი. სადგურის მოედანზე მეორე ხაზზე გადავდიოდი და გადასასვლელში ერთი უცნაური მათხოვარი შემხვდა. მოხუცი კაცი იყო, შემეცოდა და ჯიბისკენ წავიღე ხელი, მაგრამ ამ დროს მოწყალების თხოვნის მაგივრად ასეთი სიტყვები გავიგონე: „რავაც მე მეხმარებით ასე დაგეხმაროთ თქვენც ღმერთიო.“ ვაპირებდი, მივბრუნდე და ვუთხრა რამე-თქო, მაგრამ ბოლოს მაგაზეც ხელი ჩავიქნიე, ჯიბეში, ხურდისთვის ჩაყოფილი ხელი კი ისევ ცივად ამოვიღე და გზა განვაგრძე.


ჩვენდა სამწუხაროდ ასეთი „მოწყალების მთხოვნელი“ ბევრია. ვაკეშიც შემხვდა ერთი, წელში მოხრილი კაცი წვერგასაპარსი, თმაგაჩეჩილი, დახეული ტანისამოსით ხელგაწვდილი მოდიოდა და თან ბიჭების გასაგონად ხმამაღლა იძახდა: „აბა, კაი ბიჭებს და ქუჩას დავეხმაროთ!“


ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია და იმიტომ მოვყევი რამდენიმე ჩემთვის გამორჩეული. დღეს საკმაოდ კარგი ვიდეო დადო ინტერმედიას ერთ-ერთმა მომხმარებელმა მოწყალების მთხოვნელებზე. არ მინდა ვინმეს გულცივი ვეგონო, მაგრამ მე თუ მკითხავთ მათხოვრობა საქართველოში მოწყალების თხოვნა კი არა პროფესია გახდა. აი ვინ იმსახურებს მოწყალებას.



18
603
20-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
603
  
2013, 3 სექტემბერი, 17:13
ბევჯერ დავხმარებივარ მოხუცებს, მაგრამ ზოგს დათვურ სამსახურს ვუწევთ ასე მგონია. არავინ თუ არ მისცემს ფულს ხელის განძრევას ისწავლიან. "გაიოფლოს მოწყალება შენს ხელში სანამ მიხვდები თუ ვისთვის გასცემ მას"
2012, 19 აგვისტო, 18:18
ხო თავისთავად
2012, 4 აგვისტო, 2:25
მესმის მაგრამ ძაან მეცოდებიან მაინც. აგარ გინდა ძმა დისკუსია შენ შენი აზრი გაგაჩნია მე ჩემი>.
2012, 3 აგვისტო, 20:47
მე ამ კაცზე არ ვამბობ, ამ კაცს აშკარად ეტყობა რომ მარტლა შია მარა საქართველოში მცხოვრებმა მათხოვრებმა უკვე ტვინი გადაგვჭამეს მათხოვრობით ბიზნესები ააწყეს და კიდე ვერ გაძღნენ ფუ ამათი რააა, 10 თეთრიანს რო მისცემ ზისღისგან უნდა რო შეგაფურთხონ ასე ცოტა რატო მიეცი, ფუუ მეზიზღებიან მათხოვრები რომლებიც ვაგნებში მათხოვრობენ და დედები და შვილები უკვდებათ საუკუნეებია :\
2012, 2 აგვისტო, 23:03
მეტ წილას მართლები ხართ მაგრამ შეხედეტ ამ სურათს ლამაზად. ამხელა კაცი თავს დაიმცირებდა ამ პატარა ბიწთან. ეგ პროფესიააა კი არააა კუჭი პენალს ურტყავს. და მაგის ბრალია რა შენ გგონია მას თავ მოყვარეობა არ გააჩნია თუ რა. არა უბრალოდ შიააააა. და რო გშია ადამიანი ყველაფერზე ხარ წამსვლელი. აი ასე............
2012, 22 ივლისი, 20:05
კიი საქართველოში ეგ უკვე პროფესიაა, სახეს რო იმანჭავენ ხოლმე და დედა მიკვდებაო ხუთი წელი ერთი და იგივე ტექსტს რო ტირილით გვიყვებიან . კი მაგარმ რით ვეღარ მოუკვდათ ეს დედა თუ მართლა მასემძიმედ ყავთ? მე იმ ადამიანების უფრო მესმის სახეზე რომ აქვთ ჩამოფარებული და ხმაამოუღებლად ხელგამოწვდილები ელოდებიან ჩაუგდებს თუ არა ვინმე ხურდას ... ისეთი შემტხვევებიცაა სამათხოვროდ კასტილებით და ჯოხებით რო დგანან და ''მატხოვრობის დრო რო ა,ოიწურება'' ჩიტებივით დაფრინავენ:D
2012, 11 ივლისი, 22:10
ასეთი სასაცილო რა გადაგხდა თავს? :D
2012, 11 ივლისი, 22:08
რატო რომ იცინო ჩემზე ნურას უკაცრავად:P
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10