საზოგადოება ინტელექტუალური გამოკითხვა 2012, 2 ნოემბერი, 11:33 მოგესალმებით ყველას ისევ და ისევ ჩემი მრავალფეროვანი იდეებით. (ხუმრობით ეს, მაგრამ იდეები მაინც არ მაკლია) დღეს რატომღაც მომაფიქრდა, რომ ადმინისტრაციისთვის და მომხმარებელთათვის შემეთავაზებინა ასეთი რაღაც: მოვაწყოთ ხოლმე ინტელექტუალური შეჯიბრები. (მაგ: ადმინისტრაციამ თავად დასვას რაიმე შეკითხვა, ან რომელიმე მომხმარებლის მიერ დასმული შეკითხვა გამოაქვეყნოს მთავარზე) საიტზე საკმაოდ მრავლად დევს მათემატიკური ფოკუსების ამოცანები, ლოგიკურები და მინდა გაერთიანდეს ეს ყველაფერი. დასმული შეკითხვები თუ გამოქვეყნდება მტავარზე, პირველი სწორი პასუხის დამაფიქსირებელი იუზერი დაჯილდოვდეს თუნდაც არა ფულადი რამე ჯილდოთი, არამედ იმით რომ მოემატოს ერთი ვარსკვლავი, ან თუნდაც რაღაც დროის მანძილზე მისი სიახლეებიდან რჩეულები განთავსდეს მთავარზე. ვფიქრობ ყველასთვის სახალისო იქნება და თან დიდი სტიმულიცაა.
პირველი კითხვით მე თავად ვცდი ამ ყველაფერს. (იმედია, გაცნობის მსგავსად არ განიცდის ჩემი ეს იდეაც კრახს)
სპორტის რომელი სახეობის ფინალს ეწოდა "აურზაური ჯუნგლებში"? (პასუხი დააკონკრეტეთ. ჩაითვლება მხოლოდ სრული პასუხი. ანუ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უპასუხეთ: 1) ვინ შეხვდა ერთმანეთს ფინალში 2) რომელ წელს შედგა ეს ფინალი) 72 20-ს მოსწონს
|