საზოგადოება იუნა შაფათავა:ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას 2019, 25 მარტი, 11:42 იუნა შაფათავა, რომელიც აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ქართველი შეფმზარეულის მერიკო გუბელაძის პოსტს ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ რესტორან "შავ ლომში" რუსების ოჯახი შევიდა და რუსული მენიუ მოითხოვეს, მიმტანმა კი მათ უთხრა, რომ რუსულ ენაზე მენიუ არ მოეპოვებოდათ, ამის შემდეგაც რუსი ტურისტები გაბრაზდნენ და რესტორანი დატოვეს. "დემონსტრაციულად დატოვა რესტორანი რუსმა ოჯახმა, რუსული მენიუები რატომ არ გაქვთო. მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნახ**თქო მიეძახა. არ დამიჯერა”- წერს მერიკო გუბელაძე. მერიკო გუბელაძის ამ პოსტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგმა შეუქო შეფმზარეულს საქციელი, ზოგს არ მოეწონა. "დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა. რადგან რუსია იმიტომ? ზედმეტი მოგდით უკვე სიძულვილი, ნაციზმია ჩვეულებრივი. დიდი რამე, რუსულად მენიუ მოითხოვა.ინგლისურად ხომ არის. გვერდით მეზობელია რუსეთი და სიძულვილს ნუ აღვივებთ. შოვინიზმის გარდა, მდაბიო ხარისხის სერვისი, როცა მიმტანმა ენები არ იცის. პლუს შეფ მზარეულის უკულტურობა going viral გმირობის ტოლფასად. საერთოდ დაკარგეთ ტვინი, მგონი.ნიუიორკი რომ ნიუ-იორკია, რაც მეტი ენა იცი მით უფრო ფასობს კადრი. მეტროში განცხადებები 6-7 ენაზე იწერება, მათ შორის რუსულად და ჩინურად.რა ხართ ესეთი ერი, მეზობლებსაც რომ აფურთხებთ, რომ გკითხოთ კაცმა, ღმერთის გწამთ (მარჯვნიდან მარცხნივ პირჯვრის წერით) და მუსლიმ მეზობლებს ლოკავთ და ერთი ღმერთი რომ გააკარით ჯვარს, აგრძელებთ. მე რა, ჩემთვის ღმერთიც ერთია და ბუნებაც უსაზღვრო, მაგრამ ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას."-წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.
376 3-ს მოსწონს
|