საზოგადოება იუნა შაფათავა:არაა საჭირო სიბრალული და ეს ცრემლიანი პოსტები 2019, 24 იანვარი, 18:35
იუნა შაფათავა, რომელიც ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს, მუსიკოს ზაზა ბანძელაძის(რომელიც ასევე წლებია აშშ-ში ცხოვრობს) პოსტს სოციალური ქსელით ეხმაურება.
ჯგუფ "სეიშენის" წევრი აქვეყნებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის და ლტოლვილთა და განსახლების ექს-მინისტრის, კობა სუბელიანის ფოტოს და აღნიშნავს, რომ "ადამიანი, რომელიც ერთ დროს მინისტრიც კი იყო, სხვა თანამდებობებს აღარ ჩამოვთვლი და დღეს როგორც თითოეული ემიგრანტი, აშშ-ში მუშაობს იმისათვის, რომ ოჯახი არჩინოს… ეს არის სუფთა ხელები პოლიტიკაში… კობა, შენ ხარ პატიოსანი ადამიანის სიმბოლო…" როგორც ირკვევა, სუბელიანი აქამდე ტაქსის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ -მშენებლობაზე, ამჟამად კი მოხუცს უვლის. "უკაცრავად და რა მოხდა ამით? 2 წელი შესრულდა, რაც ამერიკაში ვარ და დაახლოებით ვიცი, რა ხდება აქ. ამერიკაში რაღაცას რომ მიაღწიო, რეაქტიული თვითმფრინავის მონდომება უნდა გქონდეს. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ქეისს გააკეთებდა და მუშაობის ნებართვაც აქვს. არაა საჭირო სიბრალული და ეს ცრემლიანი პოსტები - მას აქვს არჩევანი, როგორც მე, იპოვოს სამსახური 16$ და ზემოთ. ამერიკა თბილისი არაა, შენი თავის იმედზე უნდა იყო. და ოჯახის რჩენა თუ გიწევს, 16-20$ საათში ვერ იმუშავებ, უბრალოდ, საარსებოდ არ გეყოფა. ნიუ-იორკში დაახლ. 3 ათასი $ გჭირდება თვეში - იჯარა, კვება, ტრანსპორტი; ტელეფონისთვის. მოხუცის მოვლა ბევრს აწყობს ჯერ იმიტომ, რომ სუფთა ფულია; მეორე- დაუბეგრავია; მესამე- განსაკუთრებულ ენის ცოდნა-განათლებას არ საჭიროებს. და ამდენი რომ დაძარცვა წინა მთავრობამ და მისი ნარჩენები ახლაც ძარცვავენ, გაეყოთ ძმურად სუბელიანისთვის. ან ის ****ფადურა რომ ავალებს და არჩევნებზე გაყალბებისას "დამრტყმელ ძალად" ყავს, მისცენ სწავლის ფული, თუ ასეთი კარგები და კეთილები არიან. 2-3 წელი ისწავლის, ენას გააუმჯობესებს და ექნება წესიერი სამსახური. ეგაა ნაცების "ძმობა", ძმაო. აბა გადავხედოთ, ყოფილი ჩინოვნიკები რა ბინებით და გადასარევი ბიზესში წილებით არიან მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებში და თბილისში-ც, მათ შორის. ვიცი, სუბელიანის სათქმელს ვამბობ - იმედია გესმით, ყველანაირი მოლაპარაკების გარეშე, მაგრამ არ გინდათ ეს ვაი-ვუი ვიშვიში. მიხედოს საკუთარმა ეშმაკმა, ვინც "ხოდზე" იყო, ტვინი უმუშავებდა, დღესაც მოწყობილია გადასარევად. კობა როგორც ჰყავდათ შემსრულებლად, იგივე დარჩა. უამრავი ბალასტი ჰყავს საქართველოს მთავრობას დღესაც დაფინანსებაზე, არ ბნელა. აიყვანონ ესეც, ამან დააშავა რამე? და პოლიტიკოსის კარიერა რომ მისი უფროსის კარიერით სრულდება და საახალწლო ნაძვის ხესავით მოკლეა, კი უნდა იცოდეთ, წრეზე უსასეულოდ კომუნისტურად თანამდებობების ცვლის დრო მორჩა. პოლიტიკური პარტია კი პარტია უნდა იყოს და არა ნაცფაშისტების ჯგრო. სადაა საქართველოში პოლიტიკა და პოლიტკრექტულობა.. ვიცით კითხვაც, ვიცით პასუხიც. მოსთხოვოს იმ ***ეფანდურას, ის რა ფულით დაეთრევა "ძმების" მამულებში, საქართველოს გაფლანგული ბიუჯეტიდან, მაგასაც იმედია მოსთხოვთ. იმედიამაგისიც აღარ მჯერა, ერთმანეთის ლოკვაში ხართ მოღალატეები.... მოხუცს უვლის. დედა რა მოხდა! მუშაობს რა. საქართველოში "ტეხავს". "როგორ გაკადროთ ქალბატონო იუნა"- რამდენჯერაც მარტივ სამსახურს ითხოვ. ამერიკა კი "გაკადრებს" კარგადაც გაახავებს და ბოლოში ალბათ გიფასებს კიდევაც.... დედას გეფიცები კობა, თუ ბოროტად ვამბობდე, ვუხსნი მავანს...შენი მიშას დორბლიან ჩანჩურ დედაც ფაქ და შენი "თანამეინახეების", მახსოვხარ თბილისიდან, კთილმოწყობიდან. იპახავე, ძმაო, ამათთან მეგობრობა არ ღირდა და არ ღირს...ისევ პატიოსანი უპარტიო კაცის სახელი გერჩივნოს. ოჯახის ხათრით კი მუშაობა სირცხვილი არაა. არავის საქმე არაა, რა ტ**კით შოულობ ფულს. მთავარია შრომობ. წარმატებები ყველას, ნამდვილ "პახავისტს". ემიგრაციამ მინისტრები და პრინცესები არ იცის. წიწილებს კი შემოდგომაზე ითვლიან."-წერს შაფათავა 1038 4-ს მოსწონს
|