x
image
მოზამბიკელი
ლუდა სალია: "იმედის" ჟურნალისტებმა 30 წუთიანი ინტერვიუ ჩაწერეს, საღამოს კი გამოაცხადეს, რომ არ გამოვჩენილვარ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტებმა მისი ინტერვიუ საღამოს გამოშვებაში არ გაუშვეს და თქვეს, რომ ის კამერებთან არ გამოჩენილა.

"ტელეკომპანია იმედის ჟურნალოსტები დღეს ხურვალეთში მესტუმრნენ და 30 წუთიანი ინტერვიუ ჩაწერეს. საღამოს საინფორმაციოში კი გამოაცხადეს, რომ არ გამოვჩენილვარ! ყოჩაღ ჟურნალისტებო! ყოჩაღ! რამ შეგაშინათ???რატომ მალაპარაკეთ ამდენი მაშინ? მე მაინც ვიბრძოლებ ოკუპანტების წინააღმდეგ!ინტერვიუ რომბგქონდათ ჩემთამ 12 მოწმე მაინც მყავს მინიმუმ. თან 2 კამერა მუშაობდა! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!", - წერს სალია.

image


ლუდა სალიამ ორი დღის წინ სოციალური ქსელით ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.მოგვხედეთ, გვიშველეთ.!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერდა ლუდა სალია.

image

ხურვალეთისკენ სამოაქალაქო აქტივისტები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრები დაიძრნენ, თუმცა სოფლის შესასვლელთან ქართველმა სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ხურვალეთის ტერიტორია დატოვეს.


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0