x
image
ანა ბეჟაშვილი
" ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა სიხარულიძის გვარზე "

image "-რო­დე­საც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი სი­ხა­რუ­ლი­ძეა, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სი­ხა­რუ­ლი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი. ჩა­უ­ტა­რეს მათ ანა­ლი­ზი? რო­გორ ამ­ტკი­ცებს, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა? - განაცხადა ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას .

მისი თქმით, ცენტრში სიხარულიძის გვარის გენეტიკური კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად ეჭვი იმის შესახებ, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, საფუძველსაა მოკლებული.

„-ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვის პრო­ექ­ტი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და სა­პატ­რი­არ­ქოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ეს პრო­ექ­ტი და­ხუ­რა და პატ­რი­არ­ქმა და­ა­ფუძნა ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცია „ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი“ და გა­ვაგ­რძე­ლეთ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ­ჟა­მად 1 200 გვა­რია შეს­წავ­ლი­ლი. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში გა­კეთ­და, ნა­წი­ლი – სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ კვლე­ვა­ში მოხ­ვდა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რა თქმა უნდა, ანა­ლი­ზით გვა­რი დგინ­დე­ბა, თა­ნაც 100%–იანი სი­ზუს­ტით. რო­დე­საც მუხ­რან­ბა­ტო­ნის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ–გრუ­ზინ­სკი სი­ხა­რუ­ლი­ძე­აო, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სი­ხა­რუ­ლი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი. ჩა­უ­ტა­რეს მათ ანა­ლი­ზი? რო­გორ ამ­ტკი­ცებს, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა. თუ ამა­ზე ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბი მო­ე­წყო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­მარ­თლეს იო­ლად და­ი­ნა­ხავს. მე ამის­თვის მზად ვარ“, – გა­ნა­ცხა­და გიორგი ან­დრი­ა­ძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ცენ­ტრში მი­ი­ტა­ნეს ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ–გრუ­ზინ­სკის ანალიზი და ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, თუმცა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0