ერთ მამაკაცს დიდი წარმატების მიღწევა უნდოდა. მან უამრავი წიგნი წაიკითხა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და როგორ უნდა გამხდარიყო წარმატებული ადამიანი. თეორიული ცოდნით შეიარაღებულმა, საკუთარი ბეზნესის წამოწყება გადაწყვიტა, წიგნებში ამოკითხული წესებით და რეკომენდაციებით, ებრძვოდა სიზარმაცეს, ეძებდა საინტერესო სამუშაოს... მაგრამ, არაფერი გამოსდიოდა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, რჩევისთვის, ბრძენისთვის მიემართა.
— მითხარით, გეთაყვა, რას ვაკეთებ ცხოვრებაში არასწორედ? მე ყველაფერს ჭკვიანური რჩევებით ვაკეთებ, მაგრამ ისეთ შედეგს ვერ ვიღებ, როგორის მოლოდინიც მაქვს.
— ახალგაზრდავ, შეეცადეთ ერთი გამოცანა გამოიცნოთ და შესაძლებელია ის დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. წარმოიდგინეთ, რომ 7 გზის გზაჯვარედინთან მიხვედით, რომელთანაც ბოძი დგას შემდეგი მითითებებით: «მარჯვნივ წახვალ — ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნები, მაგრამ ოჯახს ვერ შექმნი. მარცხნივ თუ გადაუხვევ — რამდენიმე წლით ძალიან გამდიდრდები, მაგრამ შემდეგ, გაკოტრდები. პირდაპირ თუ წახვალ — დიდ წარმატებას მოიპოვებ, კარგი ცოლი გეყოლება, მაგრამ ყველა მეგობარი და ახლობელი ზურგს შეგაქცევს». რომელ გზას აირჩევ? – ჰკითხა მას ბრძენმა.
დაფიქრდა მამაკაცი. ყველა ვარიანტი რაღაცა კარგს იძლეოდა, მაგრამ ბევრიც იკარგენოდა. მან შეაფასა ყველა პერსპექტივა და ბრძენს უპასუხა:
— ალბათ, პირდაპირ წავალ. რა თქმა უნდა, დასანანია ოჯახის და მეგობრების დაკარგვა, მაგრამ ასე საკუთარი ოჯახის შექმნის შესაძლებლობა და წარმატებული საქმეც მექნება.
ბრძენმა კი უთხრა:
— სწორედ ეს არის შენი შეცდომა. შენ ბრმად მიჰყვები სხვის რჩევებს, თან საკუთარი ცხოვრების ნაწილის დაკარგვისაც არ გეშინია. გამოცანაში ნათქვამი იყო, რომ ასარჩევად, 7 გზა გქონდა. შენ კი, გადაწყვეტილება ისე მიიღე, რომ დანარჩენი გზების შესახებ, არც კი დაფიქრებულხარ. შენ სხვისი ცხოვრებით გინდა ცხოვრება. შეეცადე საკუთარი გზა აირჩიო და მაშინ ყველაფერი გამოგივა.
წავიდა მამაკაცი, დაივიწყა წიგნებში ამოკითხული ყველა რჩევა და წამოიწყო საკუთარი საქმე. ერთი წლის შემდეგ, მიხვდა, რომ არაფერი გამოსდიოდა და ისევ ბრძენთან მივიდა.
— მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარით, მაგრამ ახლა უფრო ცუდ დღეში ვარ. ვერ მეტყვით, ჩემი უბედურების მიზეზი რა არის?
— შენი პრობლემა ის არის, რომ გაუკვალავი გზა აირჩიე და მიზნამდე მისვლას მისი მეშვეობით ცდილობ. იარე შენი გზით, მაგრამ ნუ იტყვი უარს სხვების გამოცდილებაზე და რჩევებზე. ჭკვიანი ადამიანი ხომ ყოველთვის სხვის შეცდომებზე სწავლობს.
ცხოვრებისთვის თუ გაუკვალავი გზა აირჩიე, ნუ ეცდები ყოველ დაბრკოლებაზე გადახტომას ან შემოვლას, – გეგმაზომიერად და საფუძვლიანად გაიყვანე სწორი გზა, რადგან შესაძლებელია, მომავალში, სხვასაც მოუნდეს შენი გზის გავლა...
და გახდა კაცი წარმატებული. საქმეები კარგად წაუვიდა, ოჯახიც შექმნა და მეგობრებიც არ დაუკარგავს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: