სხვა იგავი უდიდესი სიბრძნით 2018, 22 იანვარი, 10:02 მას წყლით სავსე ჭიქა იქამდე ეჭირა ხელში, ვიდრე ყველა სტუდენტის ყურადღება არ მიიქცია. ხოლო შემდეგ, იკითხა: — როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?
— 50 გრამს! — 100 გრამს! — 125 გრამი იქნება! — გამოთქვეს ვარაუდი სტუდენტებმა. — არც მე ვიცი, — გააგრძელა პროფესორმა, — ეს რომ გავიგოთ, უნდა ავწონოთ. მაგრამ, მისი ზუსტი წონა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, არც ისე მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ მე ჭიქა რამდენიმე წუთით ასე მეჭირება? — არაფერი, — უპასუხეს სტუდენტებმა. — კარგი. რა მოხდება, თუ მთელი საათით მეჭირება? — ისევ იკითხა პროფესორმა. — ხელი გეტკინებათ, — წამოიძახა ერთმა სტუდენტმა. — ასე. და თუ მთელი დღე მეჭირება, მაშინ? — ხელი გაგიშეშდებათ, კუნთის ძლიერ დაჭიმულობას იგრძნობთ. შეიძლება, პარალიზებაც დაგემართოთ და საავადმყოფოში დაგვჭირდეს თქვენი გადაყვანა, — თქვა სტუდენტმა, აუდიტორიის სიცილის ფონზე. — ძალიან კარგი, — ყოველგვარი შეშფოთების გარეშე, თქვა პროფესორმა. — როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა ჭიქის წონა ამ დროის მანძილზე? — არა, — იყო პასუხი. — მაშინ საიდან გაჩნდა ტკივილი შეგრძნება მხარში და დაჭიმულობა კუნთებში? აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა. — რა უნდა გავაკეთო, რომ ტკივილი გავიყუჩო? — იკითხა პროფესორმა. — ჭიქა დადგით, — გაისმა რჩევა აუდიტორიიდან. — აი, — წამოიძახა პროფესორმა, — სწორედ ასე ხდება ცხოვრებისეულ პრობლემებთან ან უიღბლობასთან დაკავშირებით. მასზე რამდენიმე წუთი თუ იფიქრებთ — ნორმალურია. თუ დიდხანს იფიქრებთ — ტკივილს იგრძნობთ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გამუდმებით იფიქრებთ, ის თქვენს პარალიზებას მოახდენს და საერთოდ ვეღარაფრის გაკეთებას ვერ შეძლებთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ბედისწერის ხელში ამბავი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე თუ პრობლემები გაქვს ცხოვრებაში...
348 8-ს მოსწონს
|