ფსიქოლოგია 22 საჩუქარი, რომელსაც ბავშვი ცხოვრების მანძილზე შეინახავს 2018, 28 დეკემბერი, 10:48 1. მათი ძალების რწმენა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს მისი სჯერათ. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თქვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ. ხან, მხოლოდ ერთი ფრაზაა საჭირო, რომ პატარა მომავალში წარმატებული ადამიანი გახდეს. 2. სიყვარული ყველა მის გამოვლინებებში. მოეხვიეთ, აკოცეთ, უთხარით სასიყვარულო სიტყვები, ყველაფრის მიუხედავად! მაშინაც კი, თუ თქვენი ბავშვი უკვე 30 წლის არის!3. საოჯახო ვახშამი. ოჯახური ერთობის ეს წუთები ბავშვებს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვთ. ეს მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც აერთიანებს, არიგებს, შთააგონებს და ამშვიდებს.4. სიხარული. გაიხარეთ ცხოვრებით. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი გრძნობების გამოხატვის, იცინეთ და გაერთეთ ბავშვებთან ერთად. 5. მტკიცე და სრული ოჯახი. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახი და კარგი ურთიერთობა მის თითოეულ წევრთან. ბავშვისთვის ოჯახი — ის ფუნდამენტია, ის საყრდენია, რომელიც ზურგს უმაგრებს და წინსვლაში ეხმარება მთელი ცხოვრების მანძილზე.6. საკუთარი დრო. ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, განსაკუთრებით თანამედროვე ბავშვებისთვის. გამონახეთ ბავშვებისთვის დრო ყოველდღე! რომ უბრალოდ მასთან იყოთ, მოეფეროთ, ერთად ითამაშოთ, ისეირნოთ ან უბრალოდ, ფილმს უყუროთ.7. სიკეთე. აჩვენეთ ბავშვს სიკეთის და თანაგრძნობის მაგალითი. 12. თავისუფლება. გახსოვდეთ, რომ შეზღუდვა კარგად გააზრებული უნდა იყოს. მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. თუ საჭირო გახდა, დაეხმარეთ მას გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ საკუთარ აზრს თავს ნუ მოახვევთ.13. შექება. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების მიერ მათი ქმედების შეფასება. ეს სტიმულია მათი განვითარების და სრულყოფისთვის.14. სიყვარული შემოქმედებისადმი. მიეცით მათ შემოქმედებითი მიმართულებებით დაკავების უფლება. ყველა პირობა შეუქმენით საამისოდ, თავადაც აჰყევით და მასთან ერთად გაერთეთ: თუ ხატვა დაიწყო, მასთან ერთად ხატეთ, თუ ძერწვა უფრო მოსწონს, პლასტელინი არ მოაკლოთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნეტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში. 15. ხელგაშლილობა. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს ხელგაშლილობა, ქველმოქმედება, – ის თუ როგორ უნდა აკეთოს ეს და როგორ მიიღოს სიამოვნება საკუთარი გულუხვობით. 16. სულიერება. აზიარეთ ბავშვი სულიერებას. კარგი იქნება, თუ ისინი მოქმედებისას, მხოლოდ ხორციელი კი არა, სულიერი მოთხოვნილებითაც იხელმძღვანელებენ.17. სიმართლე. ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი იყავით. ასე ბავშვებიც ისწავლიან გულწრფელობას. გარდა ამისა, ამ საქციელით მათ აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, რომ თქვენთან ისინი უსაფრთხოდ არიან.18. იმედი. იმედი ადამიანს ყველაზე რთულ მომოენტში ეხმარება, ამხნევებს და ძალას აძლევს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მუდამ უნდა ჰქონდეს იმედი და უკეთესის მოლოდინი, ის რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.19. შეცნობის სიყვარული. სკოლაში ცოდნის შეძენის და კარგი ნიშნების სიყვარულთან, ამ სიყვარულს საერთო არაფერი აქვს – ბავშვებს სამყაროს შეცნობის სიყვარული ჩაუნერგეთ.20. ოპტიმიზმი. ეს ის არის, რაც ადამიანს წარმატების მოპოვებაში ეხმარება და ამ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. აუხსენით ბავშვს, რომ ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 21. კალთაში ჩასმა. ბავშვისთეის ეს ყველაზე საუკეთესო, ყველაზე მყუდრო ადგილია მსოფლიოში!22. ოჯახის და ურთიერთობის ერთგულება. მეუღლის ერთგულება და პატივისცემა — ყოველი ადამიანის გონების, გულის და სულის საქციელია. ბავშვები კი ამ ყველაფრისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 248 6-ს მოსწონს
|