x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფიქრები ცხოვრების აზრზე

image


დედამიწაზე ერთი ჭაბუკი ცხოვრობდა. იყო დრო, როდესაც ის ერთი სავსებით ჩვეულებრივი ბიჭი იყო: საკმაოდ ჭკვიანი პატარა, ცელქობდა და იცინოდა, როგორც ყველა სხვა ბავშვი. ხან, რა თქმა უნდა, ტიროდა კიდეც, რაღაცის ეშინოდა... და აი, ბავშვობა დასრულდა და ის პირველად დაფიქრდა ცხოვრებას აზრზე. აქვს თუ არა აზრი ცხოვრებას და თუ აქვს, რაში მდგომარეობს ის?

ბიჭი ძალიან წიგნიერი იყო და პასუხის მოსაძებნად, ისევ წიგნებს მიმართა. მაგრამ, საგმირო ისტორიების წაკითხვის შემდეგ, მის მიერ გამოტანილმა დასკვნამ, რომ ცხოვრების აზრი სამშობლოსთვის, იდეისთვის ბრძოლაშია და ამ ორი რამისთვის სიცოცხლის გაწირვაში მდგომარეობს, ვერ პოვა გამოხმაურება მის სულში.

და მაშინ, მან გადაწყვიტა, რომ ცხოვრების აზრი სიყვარულში იქნებოდა. წიგნები, რომლებშიც სიყვარულის შესახებ ეწერა, უამრავი იყო და ახალგაზრდამ ამაზე გადაწყვიტა შეჩერება. მაგრამ, როგორ უნდა მიმხვდარიყო, რომ ცხოვრების აზრი მართლაც სიყვარულშია? ამის გასარკვევად, ვინმე უნდა შეეყვარებინა! და ის ასეც მოიქცა. უცნობია, მას მართლა შეუყვარდა, თუ საკუთარი თავის დარწმუნება შეძლო, მაგრამ, ერთი პერიოდი ის მართლაც განიცდიდა ამ გრძნობას. გავიდა ხანი და სიყვარული გაქრა... და ის, მართალია, უკვე ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ გულწრფელად შეწუხდა ამის გამო, ისე, როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე. და ასე არაერთხელ მოხდა: სიყვარული მოდიოდა და მიდიოდა... და მხოლოდ მოგონებებს ტოვებდა, თავის შემდეგ.

და აი, ცხოვრების აზრის ძიების გზაზე, შემდეგი ეტაპი – ნიჭი იყო. ახალგაზრდა კაცმა გაიხსენა, თუ როგორ ღვივდებოდა ინტერესის ნაპერწკლიდან სიყვარულის ალი და ამ პრინციპის თანახმად, მან საკუთარ თავში ჭეშმარიტი ნიჭის ძებნა დაიწყო და რა თქმა უნდა, იპოვა კიდეც. ნიჭმა ზრდა დაიწყო და მისი ცხოვრების საქმედ იქცა. ის ადამიანებისთვის გახდა საჭირო და როგორც იქნა, მის ცხოვრებას აზრი მიეცა. მაგრამ, დრო გავიდა და კაცი მიხვდა, რომ ეს ცხოვრების კი არა, მისი უნარის აზრი იყო.

ის ისევ დაადგა ძიების გზას. ახლა მისი სამიზნე სიამოვნება გახდა, რომელსაც თავისთავად, მხოლოდ სხეულის და კუჭის გახარება შეეძლო.

იქნებ ღმერთშია ცხოვრების აზრი? გაიფიქრა მან და როგორც გაარკვია, აზრი იყო, – მხოლოდ, სულისთვის. მაგრამ, სად იყო ის მნიშვნელოვანი, რაც მამაკაცის არსებობას ნამდვილად ფასეულად აქცედა? და ამის გასაგებად, რისი გავლა იყო საჭირო? კაცმა ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება სცადა – რწმენის, სიყვარულის, ნიჭის... თუმცა, ცხოვრების აზრის პოვნა მაინც ვერ შეძლო. უფრო მეტიც, ისეთივე ადამიანებთან ურთიერთობით, როგორიც თვითონ იყო, მან შეიტყო, რომ ცხოვრების აზრის გარკვევა ვერავინ შეძლო.

კიდევ ბევრი გზა განვლო ამ ადამიანმა. ის ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც ცხოვრება სთავაზობდა: შეეცადა აეშენებინა - და მას ეს გამოუვიდა. ის იბრძოდა, იმარჯვებდა, მარცხდებოდა. სიყვარული და სიძულვილი – მასთან ერთად, გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ. და მხოლოდ მაშინ, როდესაც თმა მთლიანად გაუთეთრდა, მიხვდა, თუ რა იყო ცხოვრების აზრი: ცხოვრების აზრი – მის არარსებობაშია. მაგ., თუ კონკრეტულად სიყვარულს, ფულს ან რწმენას ავიღებთ, მაშინ ეს, ცხოვრების აზრი კი არა, შეზღუდვა, ჩარჩო იქნება. სწორედ ამიტომ, ცხოვრებაში არ არის აზრი, და ეს არის მისი აზრი, მისი უმაღლესი ღირებულება.

ცხოვრება თამაში არ არის, სადაც ფინალისკენ სწრაფვა საჭიროა, ცხოვრება – ცხოვრებაა და სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისადმი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageცხოვრების აზრი
უაზროდ გაღებული მსხვერპლი
თუ გიყვართ, გაუშვით...


0
214
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0