სხვა ცხოვრების აზრი 2018, 23 მარტი, 10:26 ![]() ერთხელ გაკვეთილზე, მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს: – მასწავლებელო, რა არის ცხოვრების აზრი? – ვისი? – ჰკითხა მასწავლებელმა. მოსწავლე ცოტა დაფიქრდა და უპასუხა: – საერთოდ, ადამიანის ცხოვრების. მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა, ხოლო შემდეგ მოსწავლეებს უთხრა: – შეეცადეთ ამ კითხვას უპასუხოთ. აბა, ვინ რას ფიქრობს? ერთმა მოსწავლემ თქვა: – იქნებ, სიყვარული? – ცუდი არ არის, – უპასუხა მასწავლებელმა, – მაგრამ, ნუთუ სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლოს თქვა: «ტყუილად არ მიცხოვრიაო»? მაშინ მეორე მოსწავლემ თქვა:– ჩემი აზრით, ცხოვრების აზრი ის არის, რომ შენს შემდეგ, რამე დატოვო, – ისეთ, რაც თაობებს გადაეცემა. მაგ., როგორც, თქვენ აკეთებთ ამას, მასწავლებელო! – აი, ეს მესმის, – გაეღმა მასწავლებელს, – კარგად რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მეპირფერები… შენ გინდა თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა ტყუილად ცხოვრობს? მესამე მოსწავლემ კი თავისი ვარაუდი გამოთქვა: – იქნებ, საჭირო არ არის, მაგ აზრის მოძებნა? – აბა, აბა, – დაინტერესდა მასწავლებელი, – აგვიხსენი, რატომ ფიქრობ ასე!– მე მგონია, რომ თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი, ზუსტ პასუხს მაინც ვერ მივაგნებთ, რადგან პასუხის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ეჭვი გვექნება. და მეორეც, – როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაეთანხმება… და ასე გავა მთელი ცხოვრება, – ცხოვრების აზრის ძებნაში… – ესე, იგი, რა, – გაიღიმა მასწავლებელმა, – ცხოვრების აზრი ის არის, რომ?… – იცხოვრო? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მოსწავლემ. – ვფიქრობ, ასეა! – უპასუხა მასწავლებელმა.![]() ![]() ![]() 710 7-ს მოსწონს
|