სხვა თუ გიყვართ, გაუშვით... 2016, 24 ივლისი, 14:21 ტრაგიკული ისტორია იმის შესახებ, რომ საჭიროა ადამიანის გაშვება, მისდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად... ერთ კაცს პატარა გოგონა ჰყავდა, რომელიც მისი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა. ოჯახი შვილს დიდი ხნის მანძილზე ელოდა და როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, მამამისმა ყველა და ყველაფერი დაივიწყა. ის მხოლოდ მისთვის ცხოვრობდა. სამუშაოზე წასულს, ერთი სული ჰქონდა, შინ დაბრუნებულიყო და საყვარელი შვილი გულში ჩაეკრა. ერთხელ გოგონა ავად გახდა. მამამ საუკეთესო ექიმები მიუყვანა, დღე და ღამე ლოცულობდა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, იბრძოდა შვილის ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალიშვილის სიკვდილს მამა ვერაფრით შეეგუა. მან ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი, სახლში ჩაიკეტა და სამუშაოზეც აღარ დადიოდა... 694 9-ს მოსწონს
|