სხვა ამბავი ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე 2017, 14 სექტემბერი, 9:22 ცხოვრების მანძილზე, სამყარო თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ბედნიერად ცხოვრების საწინდარია და უფრო მეტიც, ჩვენი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია. მაგრამ, ჩვენ იმდენად ვართ დაკავებულები ჩვენი აზრებით, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან. არადა, ხანდახან, სხვების დახმარებით, საკუთარი ოცნებების ახდენა შეგვიძლია. ეგოიზმის თუ მოუცლელობის გამო, ჩვენ ვერიდებით სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ხოლო შემდეგ, მთელს სამყაროზე ვართ გაბრაზებულები, იმის გამო, რომ უსამართლოდ გვექცევა. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, ყოველ ჩვენგანთან, ცხოვრებაში ერთხელ, ღმერთი მოდის. ამასთან, ის შეიძლება ნებისმიერი სახით მოგვევლინოს - დასველებული კნუტის, მოხუცის, მათხოვრის... და ჩვენი შემდგომი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ამ შეხვედრის დროს... ამასთან დაკავშირებით, ერთი იგავი არსებობს: უნდოდა კარგი სამუშაო, მაღალი ანაზღაურებით; დაქორწინება უნდოდა ლამაზ, კეთილ გოგონაზე; უნდოდა, რომ ცნობილი გამხდარიყო... მთელს მსოფლიოში. I. ზამთარში, ერთ სუსხიან დილას, მიდიოდა ის გასაუბრებაზე, ერთ ცნობილ კომპანიაში. შეხვედრამდე მხოლოდ 5 წუთი რჩებოდა, მას კი მთელი კვარტალი უნდა გაერბინა. უცებ, მის წინ, მოხუც კაცს ყინულზე ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა. ჩვენმა გმირმა შეხედა მას, იფიქრა მთვრალი არისო. მოხუცი არ წამოაყენა და თავის გზაზე წავიდა. გასაუბრებაზე დროზე მივიდა, მაგრამ მისი ოცნების სამუშაოზე არ აიყვანეს.
III. შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, კაცი სახლში ბრუნდებოდა მეგობრის დაბადების დღიდან. მისთვის ეს დღე ძალიან რთული და დამქანცველი იყო. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, აბაზანა მიეღო და თბილ ლოგინში ჩაწოლილიყო. სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, ვიღაცის მოგუდული ქვითინის ხმა მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ სადარბაზოს გვერდით, სკამზე ქალი იჯდა და ტიროდა. მას ქოლგა არ ჰქონდა და ცივი წვიმისგან, მხოლოდ თხელი კაპიშონიანი ქურთუკი იცავდა. ქალმა ახალგაზრდა კაცი რომ დაინახა, დახმარება სთხოვა. მას ოჯახში რაღაც შეემთხვა და ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი. კაცი დაფიქრდა, თვალწინ აბაზანა და საწოლი წარმოუდგა, ჩუმად რაღაც წაილუღლუღა. ალბათ, დაღლილი ვარ ან არ მცალიაო და სასწრაფოდ სადარბაზოში შევიდა. ადამიანმა ისე იცხოვრა, რომ ბედნიერი არასოდეს ყოფილა... და გარდაიცვალა. ზეცაში ის თავის მფარველ ანგელოზს შეხვდა და უსაყვედურა: შენ უყურადღებო იყავი ჩემო მეგობარო... ძალიან უყურადღებო. მორალი: მოუსმინეთ სამყაროს, ის შესაძლებლობებს გთავაზობთ. სხვას დაეხმარეთ, დახმარება ითხოვეთ და ის ღირსეულად მიიღეთ.
188 9-ს მოსწონს
|