x
image
ვიზა კოხაძე
მილიარდელის სიცოცხლე საკუთარი პენისის გადიდების დაუოკებელმა სურვილმა შეიწირა
imageბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ვაჭ­რე, ბელ­გი­ელ-ის­რა­ე­ლე­ლი მი­ლი­არ­დე­რი პე­ნი­სის გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.65 წლის ეჰუდ არიე ლა­ნი­ა­დოს ოპე­რა­ცია პა­რიზ­ში, ერთ-ერთ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში უტარ­დე­ბო­და. რო­დე­საც სუბსტან­ცია პე­ნის­ში შე­იყ­ვა­ნეს, მა­მა­კაც­მა ინ­ფარ­ქტი მი­ი­ღო.

ლა­ნი­ა­დოს კომ­პა­ნია „ომე­გა და­ი­ა­მონდსი“ ბელ­გი­ა­ში, ან­ტვერ­პენ­ში მდე­ბა­რე­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

ლა­ნი­ა­დო ფლობ­და ძა­ლი­ან ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ პენ­ტჰა­უსს მო­ნა­კო­ში, რომ­ლის ფასი 30 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია. ასე­ვე, მის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო სახ­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ის გარეუბანში, სა­დაც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან და სუპერმოდელებთან ერ­თად ხში­რად მარ­თავ­და წვე­უ­ლე­ბებს.

ბრი­ლი­ან­ტის ექ­სპერ­ტმა კა­რი­ე­რა აფ­რი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო. მას არ ჰქონ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და თელ-ავივ­ში, სას­ტუმ­რო „ჰილ­ტონ­ში“ მა­სა­ჟის­ტად მუ­შა­ობ­და.image"ან­ტვერ­პენ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რე­ბი ჰქონ­და. ბრი­ლი­ან­ტის ექ­სპერ­ტებს შო­რის ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო და საერთაშორისო ყველაზე დიდი ექსპერტი გახდა ნედლი ბრილიანტების ღირებულებაში“ - ამ­ბობს ლა­ნი­ა­დოს მე­გო­ბა­რი. ბელ­გი­ელ-ის­რა­ე­ლე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ქო­ნე­ბის ზუს­ტი რაოდე­ნო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის. 2015 წელს ლანიადო მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტების ექსპერტად იქცა, როდესაც მან გაყიდა ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი სახელწოდებით " Голубая луна Жозефины", რომელიც 48, 4 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.


მილიარდელი ბიზნესმენის მეგობარი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, აცხადებს, რომ ლა­ნი­ა­დო ძა­ლი­ან ბევ­რს ზრუ­ნავ­და გა­რეგ­ნო­ბა­ზე და სხვე­ბის აზრი მის­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.– "კომ­პა­ნი­ა­ში მას არ­გენ­ტი­ნელს ვე­ძახ­დით, რად­გან ის ტან­გოს მო­ცეკ­ვა­ვე­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, “ - აცხადებს მეგობარი. ალმასების გამოცდილ ექსპერტს გულის შეტევა მოუვიდა ზუსტად იმ დროს, როცა მის პენისში ნივთიერება შეჰყავდათ. ბატონი ლანიადოს კომპანია "ომეგა ბრილიანტები", რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მდებარეობს, იქვეა დაფუძნებული. წყაროს ცნობით, მისი ბიზნესპარტნიორი გახლავთ ასევე მილიარდელი სილვენ გოლდბერგი, რომელთან ერთადაც ლანიადოს საფინანსო საგადასახადო პრობლემები ჰქონდა 2013 წელს და რისთვისაც მან 4, 6 მილიარდი ევრო ჯარიმა გადაიხადა.image

0
285
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0