x
image
ლურჯი თოლია
3 უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ჩინური ასტროლოგიით 2019 წელს ფრთხილად უნდა იყვნენ

2019 წელი ჩინური ასტროლოგიით ღორის წელია, რომელიც ცნობილია მშვიდი და მეგობრული ბუნებით. მაგრამ მიუხედავად მისი მშვიდი ხასიათისა, ის არ არის გულუბრყვილო და შეუძლია დაუბრუნოს აგრესიული პასუხი უკან მას, ვინც აწყენინა. ეს ნიშნები ფრთხილად და წინდახედულად უნდა იყვნენ 2019 წელს:

image

1. გველი (1965, 1977, 1989, 2001)
გველის ნიშანი, მეექვსე ზოდიაქოს ნიშანია ჩინურ ასტროლოგიაში, ცნობილია თავისი მშვიდი ბუნებით და შემართებით რთულ სიტუაციებში. გველის ნიშანი თითქმის სრულიად საპირისპიროა ღორის. მათი განსხვავებული შეხედულებების გამო, რთულია გველისა და ღორის ურთიერთობა. 2019 წელს, გველის ნიშნის წარმომადგენელი უნდა იყოს ფრთხილად ფინანსებში, სიყვარულსა და კარიერაში.

2. მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004 )
მაიმუნი ჩინურ ასტროლოგიაში მეცხრე ნიშანია. მაიმუნის ნიშნის წარმომადგენლები ცნობილნი არიან მაღალი ინტელექტის, კონკურენტუნარიანობის და დიდი ლიდერობის უნარებით. მათი განსხვავებული ცხოვრების მიზნებისა და ინტერესების გამო, ღორი და მაიმუნი ვერ ეწყობიან ერთმანეთს. მაიმუნისთვის 2019 საკმაოდ რთულია. მაიმუნის ნიშანი უნდა იყოს ფრთხილი განათლებისა და ჯანმრთელობის მხრივ ამ წელს.

3. ხარი (1961, 1973, 1985, 1997, 2009)
ხარი ჩინურ ასტროლოგიაში მეორე ნიშანია. ის კარგად არის ცნობილი მისი გულწრფელი და სტაბილური ხასიათით, რომლებიც ხშირად აღწევენ ლიდერულ პოზიციებს. ღორს და ხარს აქვთ ცვალებადი ურთიერთობა და ამის გამო 2019 წელი ხარისთვის იქნება ცვალებადი. ხარი ფრთხილად უნდა იყოს ჯანმრთელობასთან, კარიერასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებთნ, მაგრამ მისი სასიყვარულო ცხოვრება ამ წელს წარმატებული იქნება.

0
253
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0