x
image
ანა ბეჟაშვილი
ქართულმა ღვინომ შესაძლოა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს- BBC საქართველოს შესახებ წერს
image



საქართველო-პოსტსაბჭოთა ქვეყანა ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა და მსოფლიო მასშტაბით აპირებს ღვინის უნიკალური სახეობების ექსპორტს.

საინტერესოა, რამდენად მიიღებენ ამ გამოწვევას ღვინის მოყვარულები.
ბნელ სარდაფში, რომელიც სასაფლაოს უფრო ჰგავს, ვიდრე ღვინის ქარხანას,
მიწაში სანახევროდ ჩაფლულია ლიმნის ფორმის თიხის ქოთნები. მათ ქვევრს უწოდებენ. ქვევრი ყურძნის წვენით არის სავსე, რომელიც ნელ-ნელა ღვინოდ იქცევა.
თითოეული კონტეინერი 2 000 ლიტრ წვენს შეიცავს . წვენი ყურძნის ქერქთან და თესლთან ერთად 6 თვის განმავლობაში ინახება.
ეს უძველესი მეღვინეობის კულტურაა, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე მე-5 საუკუნეში დამკვიდრდა.

image
ეს ფაქტიც მოწმობს, რომ საქართველო არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.
როგორი გემო აქვს ქვევრში დამზადებულ ღვინოს? ჭიქაში ქარვისფერი სითხე იღვრება და გარეგნულად კონიაკს ჰგავს.
გემო ძლიერია, გამოკვეთილი. თავში იმ წამსვე სიმსუბუქეს გრძნობ .
"-როდესაც ახალბედა ხარ, ეს გამოწვევაა, მაგრამ, როდესაც აღფრთოვანებას იწვევ- ეს დიდი ჯილდოა."- ამბობს წინანდლის ქარხნების დირექტორის მოადგილე კოკა არჩვაძე.
მეღვინეობა საუკუნეების მანძილზე საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი იყო.
ღვინის ექსპორტი უმეტესად რუსეთში გადიოდა, რაც ხშირ შემთხვევაში საქართველოს სასარგებლოდ სულაც არ მუშაობდა.
იმ პერიოდში, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, კომუნისტებმა ვაზის მრავალი უძველესი, მაგრამ მცირემოსავლიანი ჯიში გაანადგურეს. მათ შორის თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები, რათა ისინი მაღალმოსავლიანი ჯიშებით ჩაენაცვლებინათ.

image

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა უძველესი ჯიშების გასაზრდელად.
2006 წელს, როდესაც ქართული ღვინის 95 % რუსეთში გადიოდა, მოსკოვმა მისი იმპორტირება აკრძალა. მაშინ მიიჩნევდნენ, რომ ეს მოსკოვის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო. ვინაიდან, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პროდასავლური ორიენტაცია გააჩნდა.
რუსეთის ამ ნაბიჯმა ქართულ ღვინოს სხვა ქვეყნებში გაუხსნა გზა.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს რუსეთმა ემბარგო გააუქმა, საქართველო ღვინის ექსპორტს 55 სხვა ქვეყანაში აწარმოებს. აქედან ყველაზე დიდი პროცენტული წილი ისევ რუსეთს უკავია- 62%, ამას მოსდევს უკრაინა -12%, ჩინეთი- 8 % და ყაზახეთი -4 %.
გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 18 %-ით მეტი იყო, ვიდრე 2017 წელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია ამბობს, რომ საქართველო ახლა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ღვინის ექსპორტზე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
"-წარმოების მოცულობაში ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა"- ამბობს ის- ჩვენი მაქსიმალური წლიური წარმოება 300 მილიონი ბოთლია. ამ რაოდენობას ერთი დიდი ავსტრალიური ქარხანა აწარმოებს. "
საფრანგეთის, ესპანეთის, ჩილესა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს წარმოების რაოდენობაში ჩვენ ვერ შევედრებით. მაგრამ, გთავაზობთ უნიკალურ ყურძნის ჯიშებს, ქვევრის ღვინოსა და ისტორიას.
ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ დასავლურ და აზიურ ბაზარზე და მთელი საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. "
"ვინივერიის" დამფუძნებელი, მეღვინე გია ფარადაშვილი ერთ-ერთია, რომლის პროდუქციაც ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და აშშ-ი იყიდება.

image
"-ჩვენ არ ვმუშაობთ კომერციულ ღვინოზე სუპერმარკეტებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ მაღალი ნიშის ღვინის ბუტიკებთან და ელიტარული კლასის რესტორნებთან.
მე არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი ღვინო საფრანგეთის ან იტალიის მაღალი კლასის რესტორნებში შევა, მაგრამ ახლა ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ არ ვარ მარტო."
ქართული ღვინო წინანდლის მიწებზე მე-17 საუკუნიდან იწარმოება . სწორედ აქ გაიხსნა პირველი ქარხანა, რომელმაც ქართული ღვინო შუშის ბოთლში ჩამოასხა.
ქვევრის მეთოდით ქართული ღვინის მხოლოდ 10 % მზადდება, დანარჩენი თანამედროვე მეთოდებით იწარმოება.
თუმცა, ყურძნის ჯიშები იმდენად უნიკალურია, ღვინის გემოს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშიც კი გამოარჩევენ.
ნიუ-იორკის ქართული ღვინის ექსპერტი, ლიზა გრანიკი აღნიშნავს, რომ "ქართული ღვინის არომატს ზოგჯერ ვერ აღიქვამენ სხვა ქვენებში, ის იმდენად უჩვეულოა, რთულად აღიქმება. "
ლიზა ამბობს, რომ -"ქართული სახელებიც კი რთული გამოსათქმელია ამერიკელებისათვის. მათ ისიც კი არ იციან სად არის საქართველო. ხშირად ამერიკის შტატშიც კი ერევათ.

image

გრანიკი ასკვნის, რომ დასავლეთში ბევრ მეღვინეს სურს სცადოს და შეისწავლოს რაღაც ახალი და გასხვავებული. სწორედ ამის გამო ქართული ღვინის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.

"-ისინი ეძებენ რაღაც ახალს, უცნაურსა და ველურ გემოს. მათ მოსწონთ ქართული ბუნებრივი და უძველესი ღვინო და მზად არიან მიიღონ ის. "


წყარო : BBC News
ავტორი-Natalia Golysheva
ფოტო-NANKA DOLIDZE
0
80
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0