x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა უკიდეგანო კოსმოსში
ტრაპისტი

Trappist-1 e – ასე ეწოდება ეგზოპლანეტას, რომელიც 2018 წელს მსოფლიოს ასტრონომების მხრიდან ყველაზე აქტიური დაკვირვების და ცხოველი ინტერესის კოსმოსურ ობიექტად იქცა.


მეცნიერების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ პლანეტას აქვს არამარტო წყალი ზედაპირზე, არამედ გააჩნია ჟანგბადის ატმოსფეროც.


დედამიწასთან მსგავსების კოეფიციენტი Trappist-1 e-ს 0, 87 აქვს (შედარებისთვის ვენერას დმკ არის 0, 444, ხოლო მარსის – 0, 697).



მისი მასა დედამიწის მასის 62 %-ია, ხოლო რადიუსი – 91, 8 % და დედამიწიდან 39 სინათლის წლით არის დაშორებული. მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში, საკუთარი "მბრძანებელი" ვარსკვლავიდან არცთუ ისე შორს, სიცოცხლისთვის ძალიან ხელსაყრელ ზონაში. სიმკვრივე ოდნავ ჩამოუვარდება დედამიწის სიმკვრივეს და არის 4, 39 გრ/სმ³, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ Trappist-1 e დედამიწაზე უფრო დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. შესაძლოა, მის ზედაპირზე მცირე მოცულობის ხმელეთთან ერთად იყოს ათეულობით კილომეტრის სიღრმის ზღვები და ოკეანეები.


მაგრამ არის ერთი მაგრამ: თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ამ პლანეტამდე მიღწევას ასობით ათასი წელი დასჭირდება, რადგან ის ძალიან, ძალიან შორს მდებარეობს - 39 სინათლის წელი ხუმრობა ნამდვილად არ არის.

ტრაპისტი

დიდი ალბათობით ამგვარად გამოიყურება Trappist-1 e-ს ზედაპირი

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0