საბუნებისმეტყველო დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა უკიდეგანო კოსმოსში 2019, 28 თებერვალი, 4:20 ![]() მეცნიერების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ პლანეტას აქვს არამარტო წყალი ზედაპირზე, არამედ გააჩნია ჟანგბადის ატმოსფეროც. დედამიწასთან მსგავსების კოეფიციენტი Trappist-1 e-ს 0, 87 აქვს (შედარებისთვის ვენერას დმკ არის 0, 444, ხოლო მარსის – 0, 697). მისი მასა დედამიწის მასის 62 %-ია, ხოლო რადიუსი – 91, 8 % და დედამიწიდან 39 სინათლის წლით არის დაშორებული. მდებარეობს მერწყულის თანავარსკვლავედში, საკუთარი "მბრძანებელი" ვარსკვლავიდან არცთუ ისე შორს, სიცოცხლისთვის ძალიან ხელსაყრელ ზონაში. სიმკვრივე ოდნავ ჩამოუვარდება დედამიწის სიმკვრივეს და არის 4, 39 გრ/სმ³, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ Trappist-1 e დედამიწაზე უფრო დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. შესაძლოა, მის ზედაპირზე მცირე მოცულობის ხმელეთთან ერთად იყოს ათეულობით კილომეტრის სიღრმის ზღვები და ოკეანეები. მაგრამ არის ერთი მაგრამ: თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ამ პლანეტამდე მიღწევას ასობით ათასი წელი დასჭირდება, რადგან ის ძალიან, ძალიან შორს მდებარეობს - 39 სინათლის წელი ხუმრობა ნამდვილად არ არის. ![]() 136 შეფასება არ არის
|