x
image
ანა ბეჟაშვილი
"-ტიპი რეალურად არც არის პედაგოგი! არც შესაბამისი დიპლომი აქვს და არაფერი!"-ბაკურ სვანიძე

image

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის პედაგოგ ლადო აფხაზავას შესახებ წერს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგთა ათეულში მოხვდა.

"-ერთი ძალიან ინტრიგნული კითხვა შეიძლება?
"გლობალური თიჩას" ლადო აფხაზავას ბიოგრაფიაში სწერია, რომ 1992 წელს დაამთავრა სკოლა. 1999-ში დაამთავრა რაღაც სასწავლებელი ბათუმში. 2003-ში კი "გახსნა ბანაკი". იგი მდებარეობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და იქ ბავშვები იღებდნენ არაფორმალურ განათლებას...
ჯერ ერთი, ეს "არაფორმალური განათლება" რატომ უნდა მოგცეს ვინცხა ლადოიამ? დედა არ გყავს? მამა არ გყავს? ბიძა არ გყავს და დეიდა? მეზობელი მაინც არ გყავს? კაი ხო! ამ ბანაკს "ლადოს ბანაკს" ეძახდნენ სიყვარულით ბავშვებიო!
მოკლედ, ბატონი "გლობალური" ვლადიმერი არსად არ მუშაობდა! აი, ასე, სკოლა დაამთავრა, ჩავიდა ბათუმში, საცხა ისწავლა (ბათუმის უნისვერსიტეტშიც არა!) დაბრუნდა ლანჩხუთში და გახსნა ბანაკი! ამ უმუშევარ ლადოს საჭმელიც ჰქონდა, სასმელიც, ჩასაცმელიც და სხვაც ყველაფერი! მხოლოდ 2010 წელს დაიწყო სკოლაში ოფიციალურად მუშაობა. მანამდე 7 წელი "ბანაკი" აჭმევდა...
ტიპი რეალურად არც არის პედაგოგი! უბრალოდ "ბანაკიდან" გადაიყვანეს სკოლაში! არც შესაბამისი დიპლომი აქვს და არაფერი!
ყურადღება კითხვა: უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც წელებზე ფეხს იდგამდა რომ ორი კაპიკი ეშოვა! შიმშილით არ მომკვდარიყო, რატომ არ გახსენით ბანაკი???? აი, ნახეთ რა იოლი ყოფილა - გახსნი ბანაკს! და მოვლენ ბავშვები და ეტყვი რომ რუსეთი არის ოკუპანტი და თურქეთი არის ჩვენი ძმა! მორჩა! საჭმელიც გექნება სასმელიც და...
მოკლედ, ჩემი ინტრიგნული კითხვა ასეთია - რატომ არ არის მითითებული ბიოგრაფიაში ვინ უფინანსებდა ამ ბანაკს ლადოს? უიჰ, ჰო, ბოდიშით, მე გაბოროტებული ვარ, თორემ რა მნიშველობა აქვს ფინანსები საიდან მოდიოდა, მთავარია თავის საქმეს აკეთებდა კარგად...
კაი, ხო წავედი, ბანაკს გავხსნი და მოვალ! "ბაკურას ბანაკი" - ჰა, რავარია?“-
წერს ბაკურ სვანიძე.

0
326
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0